5. ბროწეულის გარჩევა მარტივი ნამდვილად არაა, დაჭერით ისე როგორც ნაჩვენებია ფოტოზე და დაზოგეთ დრო!
6. გოგრის გულების მოსაპოვებლად გამოყენეთ ნაყინის კოვზი, მას უფრო ბასრი პირი აქვს და საგრძნობლად გაგიადვილებთ საქმეს.
7. თქვენი საცხობი ფორმა და გრილი ყოველთვის სუფთა დარჩება, თუ ყველაფერს ფოლგაში ან საცხობ ქაღალდში შეფუთავთ ცხობის დროს.
8. მზადების დროს თევზს რომ უსიამოვნო სუნი არ ჰქონდეს, დაასველეთ თევზის ნაჭრები რძეში 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი უბრალოდ შეამშრალეთ ხელსახოცით.
9. მოგეხსენებათ, მცირეოდენი სითხისა თუ სინესტის გამო შაქარი მარტივად ქვავდება, უბრალოდ გადმოყარეთ ის პატარა ჯამში, რათა სიფხვიერე დაუბრუნოთ.
10. ტომატის წვენის მოსამზადებლად უბრალოდ გაჭერით ბომიდორი შუაზე და გახეხეთ ის სახეხზე.
11. თუ გსურთ დუღილის დროს ქვაბიდან წყალი არ გადმოვიდეს, წაუსვით კიდეებზე ზეთი.
12. მოათავსეთ ხახვი საყინულეში დაჭრამდე 10 წუთით ადრე და თავიდან აირიდებთ ზედმეტ ცრემლებს.
13. თხილს უფრო მარტივად გაასუფთავებთ კანისგან, თუ ადუღებულ წყალში ჩაუმატებთ 2 ს/კ სოდას და ჩაყრით მასში. გააჩერეთ ადუღებულ სითხეში 3 წუთით და გადაავლეთ ცივი წყალი.
14. მანგოს მარტივად დაჭრით ამ მეთოდის გამოყენებით, გაჭერით ხილი შუაზე და დანით გაუკეთეთ ხაზები ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად, ამოაბრუნეთ კანი და კუბიკების ფორმეებიც მზადაა.
15. პომიდორს რომ კანი მარიტვად მოაშოროთ, გაუკეთეთ X-ის ფორმა დანის წვერით და 2 წუთით გააჩერეთ ადუღებულ წყალში, ნახევარი წუთით კი ცივში.
Комментариев нет:
Отправить комментарий