суббота, 13 июня 2015 г.

გველის ნაკბენი და უსაფრთხოების წესები. ადამიანი და გველი. Почему нельзя убивать змей?

tavebiსაქართველოში გავრცელებულია გველების 20 -ზე მეტი სახეობა, აქედან მხოლოდ ოთხია ადამიანისთვის მეტნაკლებად საშიში და შხამიანი: გიურზა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ველის გველგესლა და კავკასიური გველგესლა.
გველების ვიზუალური ამოცნობა
- შხამიან გველს სამკუთხედისებრი თავი აქვს, ხოლო დანარჩენებს მომრგვალო-წაგრძელებული.
- შხამიანი გველის თვალი “რომბისებურია”, უშხამოსი მრგვალი.
- გველგესლებს ხშირად ზურგზე დაყვებათ ხერხისმაგვარი „ნახატი“.
- გაეცანით ქვემოთ მოყვანილ სილუეტებს და დაიმახსოვრეთ ისინი.
საქართველოში გავრცელებული ოთხი ტიპის შხამიანი გველი
გიურზა (Macrovipera lebetina obtusa) – კავკასიის ყველაზე შხამიანი გველი, რომელიც იზრდება 1,5 მეტრამდე და იწონის 3 კგ-ს. ბინადრობს თბილისის სამხრეთით, ქვემო ქართლსა და კახეთში.
შხამიან გველს ორი ძირითადი კბილი აქვს ზედა ყბაზე და ნაკბენიც ორ, შედარებით მოზრდილ სისხლმდენ ნაჩხვლეტს ტოვებს სხეულზე.
უშხამო გველის ნაკბენი ნახევარწრედ არის განლაგებული და კბენის ადგილზე ჩანს ექვსი, რვა, ათი და ა. შ. ნაჩხვლეტი.
როგორ მოვიქცეთ გველის დანახვისას?
გველი არის სრულიად ყრუ და არააგრესიული. ის რეაგირებს ნაბიჯებით გამოწვეულ ვიბრაციაზე და ეშინია მასზე გაცილებით დიდი ცოცხალი არსებების და არა ჩვენი ყვირილის, ამიტომ თუ ქვეწარმავალს შეამჩნევთ, ჩათვალეთ რომ უკვე უსაფრთხოდ ხართ! კბენა, როგორც წესი, ხდება ადამიანისთვის მოულოდნელად, ან მაშინ როცა ადამიანი გველს აწვალებს. საკმარისია გაჩერდეთ, უხმაუროდ ნელა უკან დაიხიოთ და გველი თვითონ გაგეცლებათ.
შხამიანი გველები ცდილობენ ამაოდ არ გახარჯონ შხამი, რომელიც საკვების მოპოვებისთვის სჭირდებათ, ამიტომ სისინით აფრთხილებენ ადამიანს, რათა ახლოს არ მივიდეს და დარჩეს უსაფრთხო მანძილზე. გველი არ არის აგრესიული და მხოლოდ ძალიან ახლოს მისვლის, გაფრთხილების იგნორირების, ფეხის დაბიჯების და ადამიანის მიერ მისი წვალების დროს ცდილობს კბენას.
სად ბინადრობენ გველები და როგორ ავირიდოთ კბენა?
- მღრღნელები ეტანებიან მაღალ ბალახს და დანაგვიანებულ გარემოს, ამიტომ ურბანულ ზონაში სასურველია ბალახის გათიბვა, ნაგვის დროულად გატანა და მღრღნელებთან ბრძოლა, რადგან სადაც მღრღნელები მიდიან, იქ მოდის გველიც.
- ლაშქრობისას სანამ ჩრდილში დაჯდებით, კარგად დააკვირდით გარემოს, რადგან გველიც ჩრდილს ეტანება.
- გველს შესაძლოა გადააწყდეთ წყაროსთან, ან მდინარის პირას.
- ლაშქრობაში, ან მაღალ ბალახსა და ბუჩქნარში შესვლისას ჯობია ჩაიცვათ გრძელი შარვალი და ყელიანი ფეხსაცმელი.
- არ დაუწყოთ ჯოხით წვალება გველს, რადგან აგრესიული ხდება და ეცდება კბენას.
- ასწავლეთ ბავშვებს მოერიდონ გველებს და მათი გავრცელების არეს.
რა სიმპტომები აღენიშნება ადამიანს კბენის შემდეგ და როგორ მოვიქცეთ?
შხამიანი გველის მიერ კბენის შემთხვევაში 3-5 წუთი საკმარისია, რათა ნაკბენზე შეშუპება და ძლიერი ტკივილი განვითარდეს. თუ ეს ორი სიმპტომი არ ვლინდება, საშიში არაფერია, ნაკბენი ჩამოიბანეთ, ბინტით შეიხვიეთ და ექიმს ეწვიეთ.
თუ ნაჩხვლეტი ორია და მტკივნეული, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად მიხვიდეთ ექიმთან, რადგან მოწამვლა გამოიწვევს დასუსტებას, გულის ღებინებას და სხვა არასასურველ გამოვლინებებს.
აკრძალულია: ლახტის დადება (ეფექტური არაა), ჭრილობის ამოწვა (აზრი არა აქვს), გაჭრა (ეფექტი ნაკლებია), პირით გამოწოვა (დაავადებული პირის ღრუდან ინფექციას შევიტანთ. შეიძლება ცარიელი შპრიცის გამოიყენება), ალკოჰოლის მიღება (აძლიერებს შხამის მოქმედებას)!
მნიშვნელოვანია მშვიდად ყოფნა, რადგან აჩქარებული გულისცემა შხამის ორგანიზმში გავრცელებას უწყობს ხელს. თანაც დროც საკმარისი გაქვთ რეაგირებისათვის და გველის შხამისგან გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი ძალიან დაბალია.
უნდა შევინარჩუნოთ უძრაობა და მივიღოთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხე.
კბენა ძირითადად ხდება ხელზე და ფეხზე, ამიტომ უნდა ვეცადოთ მოვიქცეთ ისე, როგორც მოტეხილობის შემთხვევაში, რათა დაზარალებულმა რაც შეიძლება ნაკლებად ამოძრაოს კიდურები.
რა დრო გვაქვს ექიმთან მისვლამდე?
მართალია გიურზას ნაკბენი საშიშია, მაგრამ თუ ადამიანს ალერგია არა აქვს მის შხამზე (რაც დიდი იშვიათობაა. ხოლო შხამი ცილაა და ჭრილობის გარეშე საშიში საერთოდ არაა), ჯანმრთელია და დაიცვა პირველი დახმარების წესი 4-5 საათი გვაქვს საავადმყოფოში მისვლამდე, თუმცა უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება სწრაფად მოვხვდეთ ექიმთან. რეკომენდირებული დრო 40 წუთია, ხოლო დაკბენილთა საშუალო სტატისტიკური გამძლეობა 3 საათია.
“ბუნების შეცდომები”
საქართველოში გავრცელებულია გველხოკერა (ძლოკვი, ლორტოკი), რომელიც არის ხვლიკი კიდურების გარეშე და ხშირად ხდება ადამიანების თავდასხმის ობიექტი, რადგან გველი ჰგონიათ. არადა ამ ხვლიკს კბილებიც კი არა აქვს და აბსოლუტურად უსაფრთხოა. თუმცა 1,5 მეტრი სიგრძის იზრდება და ვინც ვერ ერკვევა, საშიში გველი ჰგონია.xokera3   xokera1   xokera2 
კატისთვალა გველს (Telescopus fallax) შეფერილობა, თვალები და სამკუთხედისებური თავი ფაქტიურად გველგესლასი აქვს, თუმცა ანკარასებრთა ოჯახიდანაა, ძალიან სუსტი შხამი აქვს უკანა კბილებზე და ამრიგად ადამიანისთვის უვნებელია, თუ ცხვირზე არ უკბენს რა თქმა უნდა :)
პ.ს. სტატია ვრცელდება თავისუფლად, ინფორმაციის კოპირებისას მიუთითეთ პირველწყარო.


Почему нельзя убивать змей?

Почему нельзя убивать змей?У многих народов существует поверье, что убийца змеи понесет великие муки, а его семья погрязнет в бедноте и несчастьях. Откуда появилось такое поверье и почему нельзя убивать змей?

На Буковине (Украина) всегда считали, что змеи приносят добро и удачу в дом, а уж если такую змейку вы встретили на своей территории, она сразу становится домовой. И убивать ее, естественно, нельзя.

Запрет на убийство домовой змеи связан с древним поверьем, согласно которому во многих змеях живут души наших предков. У поляков и вовсе существует легенда, что у каждого из ныне живущих людей есть своя змея-двойник и убивая пресмыкающееся, вы тем самым убиваете чью-то душу (возможно даже свою).

Читайте также: Почему змеи кусают людей

По мнению литовцев, змеи живут в каждом доме. Их число равно числу жителей, проживающих на данной территории. Ночью, когда все спят, змеи выползают из своих укромных нор и обвевают спящего человека. Своим дыханием они дарят ему бодрость, силу и здоровье.

В архивах Эстонского музея литературы хранится порядка 100 поверий, в которых говорится о том, что каждая змея – это дух дома, причем добрый.
Задать вопрос
 
 

Почему змеи кусают людей?

ОТВЕТЫ


Змеи нападают на людей не для того, чтобы добыть пропитание, ведь человек слишком крупная фигура. Это касается Европы, да и Азии. Лишь удав может проглотить человека, в интернете писали о случаях гибели детей. У нас змея нападает лишь в качестве самозащиты от возможного на неё нападения. По правилам поведения в лесу, в высокой траве и в кустарнике надо быть осторожным и смотреть под ноги, чтобы не наступить на гада. Лучше всего держать в руке длинную палку и простукивать дорогу перед собою. Змеи уползают не нападая.

Змеи могут напасть на человека только в одном случае - если они почувствовали опасность. Сами, просто так, ради забавы выходного дня, они нападать не станут.
А вот человек может спровоцировать такую ситуацию запросто. Чаще всего по неосторожности. Элементарно, не видел, не заметил, наступил. Или в палатке, во сне повернулся, придавил. Змея в таком случае конечно отреагирует молниеносно.

Змеи в своём большинстве кусают лишь невнимательного и неосторожного человека, который их неосознанно потревожил. Зная, что в данной местности могут быть змеи, человеку следует быть очень осторожным. Всё дело в том, что змеи не боятся двигающихся предметов, если те не совершают резких движений. К тому же у змей очень плохое зрение. Если вдруг змея замечает опасность, то она пугается и прибегает к самозащите.

Комментариев нет:

Отправить комментарий