არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეს საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, საკუთარ თავზე გამოვცადე და შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ამავე რეცეპტით არაერთი მეგობარი მოვიმადლიერე, რომელთაც სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდათ.
თუ სახსრების, წელის, ფეხების ან კისრის ტკივილი თქვენთვის უცხო არ არის, მოცემული რეცეპტი აუცილებლად დაგეხმარებათ!
როგორ გავუმკლავდეთ წელის, სახსრებისა და კიდურების ტკივილს სახლის პირობებში
გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას:
- შეიძინეთ მაღაზიაში 150 გრამი ნებისმიერი საკვები ჟელატინი (ეს რაოდენობა გეყოფათ სრული კურსისთვის, რომელიც 30 დღეს გრძელდება).
- საღამოს საათებში დაასხით 5 გრამ ჟელატინს (დაახ. 2 ჩაის კოვზი) მეოთხედი ჩაის ჭიქა მაცვრიდან გამოღებული წყალი.
- დააყოვნეთ მასა ოთახის ტემპერატურაზე მთელი ღამით.
- უკვე მეორე დილას ჟელატინი სათანადოდ გაფუებული იქნება.
- გადაურიეთ მასას და მიირთვით ის საუზმობამდე 15-20 წუთით ადრე.
- თუ ამ ჟელეს გემო თქვენთვის არასასიამოვნო იქნება, სურვილისამებრ, დაუმატეთ მას მცირეოდენი თაფლი, არაჟანი ან მაწონი.
- ყოველდღიური პროცედურებიდან უკვე 1 კვირაში თქვენ სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობთ.
- სრული კურსი გრძელდება 30 დღეს. ამ დროში თქვენ ბოლომდე გათავისუფლდებით საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებისგან.
- სახსრების სამკურნალო ამ კურსის ჩატარება შეგიძლიათ მხოლოდ 6 თვეში ერთხელ.
აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელმაც ეს საშუალება საკუთარ თავზე გამოცადა, მის ეფექტურობას დაგიდასტურებთ.
რატომ ჟელატინი?
ჟელატინი ცხოველური წარმოშობის პროდუუქტია, რომელიც მიიღება ცხოველის შემაერთებელი ქსოვილების გადამუშავებით. გარდა ამისა, ის მდიდარია ორი უმნიშვენლოვანესი ამინომჟავით: პროლინითა და ჰიდროსიპროლინით, რომელთაც გააჩნია ჩვენი ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილების აღდგენის უნარი.
ჟელატინის კიდევ რამდენიმე ძალიან სასარგებლო თვისება:
- აძლიერებს არა მხოლოდ სახსრებს, არამედ გულის კუნთსაც კი;
- აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს;
- ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს;
- საგრძნობლად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას;
- უბრუნებს მყესებსა და იოგებს მოქნილობას;
- თავიდან გვარიდებს ოსტეოპოროზისა და ოსტეოართრიტის განვითარებას;
- აჩქარებს თმისა და ფრჩხილების ზრდის პროცესს, ასევე აუმჯობესებს მათ სტრუქტურას;
- გვიცავს დისპლაზიისგან.
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ მოცემული საშუალება მართლაც არაჩვეულებრივია ჩვენი სახსრებისთვის. რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში თქვენ ბოლომდე გათავისუფლდებით ტკივილისა და დისკომოფრტის შეგრძნებისგან.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
Комментариев нет:
Отправить комментарий