понедельник, 28 января 2019 г.

კონიაკი

ძვირადღირებული სასმელი შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში.
ინგრედიენტები: 3 ლიტრი არაყი; 2 ს.კ. მუხის ქერქი; 1 მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი; 1 მწიკვი ილი (კარდამონი); 3 ს.კ. შაქარი;
მომზადება:

მუხის ქერქი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ. წინასწარ მდუღარე წყალში 10 წუთით დააყენოთ, გააშროთ და შემდეგ გამოიყენოთ სასმელისთვის. ქერქი შეგიძლიათ თანაბარი რაოდენობის მუხის ნახერხით ჩაანაცვლოთ.
შაქარი გახსენით მცირე რაოდენობით არაყში. რომ მიიღოთ კარამელის მსგავსი მარტივი სიროფი. ქილაში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი, დაასხით არაყი და მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეთ კარამელის სიროფი.  შეანჯღრიეთ და თავდახურული შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას. სასმელში მუხის ქერქი უნდა შეინახოთ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში. ერთი თვის შემდეგ უნდა გაფილტროთ.
გადაანაწილეთ ბოთლებში და კვალ შეინახეთ ის ბნელ ადგილას, თუმცა ამჯერად მინიმუმ ნახევარი წლით. საუკეთესო კონიაკი საკუთარი ხელით მზად არის!
ნამდვილი ნატურალური სასმელია, რომელიც თავისი გემოთი და არომატით ყველას გააოცებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий