суббота, 26 января 2019 г.

როგორ გავწმინდოთ ხალიჩა მარტივად სახლის პირობებში– შედეგი გამაოგნებელია

imageხალიჩის დიზაინი აერთიანებს ოთახში არსებულ ყველა ნივთს და ქმნის ერთიან ჰარმონიულ სურათს. ამავდროულად კი ის აკავებს სიცივეს  თუმცა ყოველი მათგანი ხდება მტვრის ნაწილაკებისა ბუდე. ჩამჯდარი ჭუჭყისა და ლაქების ამოყვანა სახლის პირობებში რთულია, ამიტომ წელიწადში ორჯერ მაინც გვიწევს მისი ქიმწმენდაში წაღება, რაც ასევე გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. როგორ გავწმინდოთ მარტივად სახლის პირობებში?
ამისათვის დაგჭირდებათ:


● ძმარი ჭიქის მესამედი.
● 1 სუფრის კოვზი სოდა.
● 1 სუფრის კოვზი სარეცხი ფხვნილი.
● წყალი (წყალი უნდა იყოს მდუღარე და რაოდენობა განსაზღვროთ თვალის ზომით)

ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და ჩაასხით შესასხურებელთავიან (პულვერიზატორი) ჭურჭელში. შეასხურეთ ხალიჩაზე მთელი ნაზავის რაოდენობა და გახეხეთ მაგარი ჯაგრისით (ჩოთკი). სუფთა, სველი, კარგად გაწურული ტილოთი მოწმინდეთ ხალიჩა კარგად და დააცადეთ ცოტახანს გაშრეს.

ცდად ღირს– ძალზედ მარტივი, თუმცა საოცრად ეფექტური მეთოდია, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

იხილეთ აგრეთვე:


Комментариев нет:

Отправить комментарий