ლობიო ძალიან სასარგებლოა და მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა.
ეს
საკვები მდიდარია ხსნადი და უხსნადი ბოჭკოთი. საჭმლის მონელებას უწყობს
ხელს, ყაბზობისგან გიცავთ. ლობიო სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში
გეხმარებათ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ლობიოს შეუძლია ცუდი ქოლესტერინის
დონის შემცირება.
გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელ გულ–სისხლძარღვთა სისტემას
უზრუნველყოფს
სასარგებლო კვების რაციონი და ლობიო მისი შემადგენელი
ნაწილია. ლობიო შეიცავს კალიუმსა და მაგნიუმს – გულისთვის მთავარ
მინერალებს. კალიუმი სისტემიდან ბუნებრივად დევნის ზედმეტ ნატრიუმსა და
წყალს, რომლის წყალობითაც, მნიშვნელოვნად მცირდება არტერიული წნევა.
მაგნიუმი კი ნერვის ფუნქციონირებისთვის არის სასარგებლო.
ლობიო
მდიდარია რკინით. რკინა ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი
მიკროელემენტია. ის მონაწილეობს ჟანგვა–აღდგენით რეაქციებში, სისხლის
წარმოქმნის, სუნთქვისა და იმუნობიოლოგიურ პროცესებში. რკინა სისხლისა და
ასეულობით ფერმენტის შემადგენლობაში შედის.
რკინის დეფიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
• დაღლილობა.
• ფერმკრთალი სახე.
• ცივი ხელები და ფეხები.
• სუნთქვის გაძნელება.
• თავბრუსხვევა.
• თავის ტკივილი.
• თმის ცვენა.
• მტვრევადი ფრჩხილები.
• ფერმკრთალი სახე.
• ცივი ხელები და ფეხები.
• სუნთქვის გაძნელება.
• თავბრუსხვევა.
• თავის ტკივილი.
• თმის ცვენა.
• მტვრევადი ფრჩხილები.
რკინის
დეფიციტის დროს ადამიანი გაღიზიანებულია და თავს სუსტად გრძნობს, უჭირს
ერთ საკითხზე კონცენტრირება. დაღლილობას გრძნობთ, რადგან კუნთსა და უჯრედში
ჟანგბადის დონე დაქვეითებულია. აუცილებელია ორგანიზმში რკინის დონე
გაიზარდოს, რადგან მისი წყალობით მნიშვნელოვნად მცირდება ანემიის რისკი.
ლობიო
თქვენს ორგანიზმს B ჯგუფის ვიტამინებით გაანებივრებს. B ჯგუფის ვიტამინები
საკვებს ენერგიის წყაროდ აქცევს, ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს,
ამცირებს ანთების რისკს. ამასთან, ფოლატი და B6 გულ–სისხლძარღვთა
დაავადების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. იაპონელი
მკვლევარები თვლიან, რომ ფოლატისა და B6–ის წყალობით, ძალიან
დაბალია გულის უკმარისობ, გულის დაავადები მაჩვენებელი.
ლობიო ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი და
თავისუფალი რადიკალებისგან გიცავთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий