пятница, 10 июня 2016 г.

სოდის გამოყენება - 10 საოცარი ხრიკი: ბუნებრივი დეზოდორანტი და ...

შეურიეთ ეს სამი ინგრედიენტი და გაიქრეთ სამუდამოდ ოფლი - ბუნებრივი დეზოდორანტის რეცეპტი

1. აკნესთვის
თაფლი, ლიმონის წვენი, და საცხობი სოდა- ეს ნარევი დაეხმარება აკნესა ასაკობრ ლაქებს . დაიბანეთ სახე თბილ წყალსა და საპონში. წაისვით თაფლის,ლიმონისა და საცხობი სოდის ნარევი სახეზე და მასაჟი გაიკეთეთ ერთი წუთის განმავლობაში. 5-10 წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.პროცედურა 2-ჯერ დღეში.
2. ბუნებრივი დეოდორანტი
მოამზადეთ პასტა, სოდითა და წყლით. წაისვით პირდაპირ იღლიაში წრიული მოძრაობით.

3. უზრუნველყოფს თმის ბზინვარებას
1 სუფრის კოვზი გახსენით 4 ლიტრ წყალში და ამ ნარევით დაიბანეთ თმა.

4. აღმოფხვრის ფეხზე არასასიამოვნო სუნსნატრიუმის ბიკარბონატს აქვს თვისებები, რომლებიც ეფექტურად ანეიტრალებენ სუნს. აიღეთ მხოლოდ 1 სუფრის კოვზი სოდა და ჩაყარეთ ფეხსაცმელში, 40 წუთი გააჩერეთ და შემდეგ ამოიღეთ.

5. გაითეთრეთ კბილები
მოამზადეთ პასტა და გაიხეხეთ კბილები. ამის შემდეგ გაიწმინდეთ რეგულარული კბილის პასტით.

6. გაწმინდეთ ტანსაცმელი
საცხობი სოდა, თეთრი ძმარი და წყალი შეურიეთ ერთმანეთში. შედმეგ ჩაასხით ღრმა თასში და მოათავსეთ ტანსაცმელი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. გააჩერეთ 3 საათის განმავლობაში და შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივად.

7. თავი დაიცავით მზისგან
უბრალოდ სოდა და წყალი უნდა შეურიოთ და წაისვათ კანზე. გაიკეთეთ ნაზი მასაჟი და წყლით ჩამოიბანეთ.

8. ღრძილებისთვის
მკურნალობისთვის აურიეთ 1/2 ჭიქა ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი საცხობი სოდა და 1/2 ჭიქა თბილი წყალი, შემდეგ გამოივლეთ პირში ყოველდღე 5 წუთი.

9. ჩაზრდილი თმისთვის
ჩაზრდილი თმისთვის გამოიყენება საცხობი სოდა. სოდას დაუმატეთ წყალი და მასა წაისვით გაღიზიანებულ ადგილზე,სუფთა ხელებით გაიკეთეთ მტკიცე მოძრაობები.

10. ბუნებრივი ექსფოლიტორიგამოგადგებათ თქვენს ყოველდღიურ რუტინულ სიტუაციებში, რათა შეინარჩუნოთ კანი სუფთდა და ჯანსაღად
ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ნაყიდი დეზოდორანტები ხშირად მოლოდინს არ ამართლებს. გარდა ამისა, დეზოდორანტები შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ახშობს საოფლე ჯირკვლებს, რაც მათი ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას და შესაბამისად, უამრავ დაავადებას იწვევს.
მაგრამ ამ თანამედროვე კოსმეტიკური საშუალების გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. როგორც იტყვიან, თუ გსურს, რაიმე კარგად გააკეთო - შექმენი თავად!

გთავაზობთ ბუნებრივი დეზოდორანტის რეცეპტს, რომლის მოხმარების შემდეგ ნაყიდ დეზოდორანტს არ დაუბრუნდებით. მისგან ტანისამოსზე კვალიც კი არ რჩება!


ბუნებრივი დეოდორანტი
მოამზადეთ პასტა, სოდითა და წყლით. წაისვით პირდაპირ იღლიაში წრიული მოძრაობით

რეცეპტი 2: დაგჭირდებათ:

• 25 გრ სოდა

• 15 გრ სიმინდის სახამებელი

• 30 გრ ქოქოსის ზეთი

• ეთერზეთი

მომზადების წესი:
1. მოურიეთ სოდა და სახამებელი. სოდა ოდითგანვე ითვლებოდა ოფლის სუნის საწინააღმდეგო იდეალურ საშუალებად, სახამებელი კი იწოვს სინესტეს, ამიტომაც იღლიები მუდამ მშრალი გექნებათ.
2. დაამატეთ ქოქოსის ზეთი. იგი 24 გრადუს ტემპერატურაზე დნება, ამიტომ დეზოდორანტის კანზე წასმისას იგი ოდნავ დადნება და კარგად შეიწოვს.
3. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ 2 წვეთი ეთერზეთი. აირჩიეთ სასურველი არომატი, მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო სურნელის შესაგრძნობად.
4. მასა მოათავსეთ დეზოდორანტის ტუბში და შეინახეთ მაცივარში.
საკუთარი ხელით დამზადებული დეზოდორანტი უსაფრთხოა და ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებს არ არღვევს. ეფექტი კი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. იგი, ამავდროულად, ეკონომიურიც არის.

Комментариев нет:

Отправить комментарий