суббота, 28 мая 2016 г.

ხერხემლის პირველი მალის ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნების შვეიცარიული მეთოდი

სწორ მდგომარეობაში მყოფ კისრის პირველ მალას არა მხოლოდ უჭირავს თავი, არამედ უზრუნველყოფს მთელი ორგანიზმის ჰარმონიულ მუშაობას, ფიზიკურ და გონებრივ სიჯანსაღეს.
 ჯანმრთელობაზე ზრუნვა და თვითრეაბილიტაცია
შვეიცარიელმა რეაბილიტოლოგმა - რენე-კლაუდიუს შუმპერლიმ 1993 წელს პირველმა აღმოაჩინა, რომ კისრის პირველი მალა თითქმის ყველას მდებარეობაშეცვლილი აქვს.

მას თავად ხანგრძლივად აწუხებდა ეს პრობლემა, ამიტომ შექმნა კეფის ღრმა კუნთების მასაჟის უნიკალური მეთოდი, რაც შესაძლებელს ხდის არსებული პრობლემის ერთი პროცედურით მოგვარებას უსაფრთხოდ, ეფექტურად და ხანგრძლივი შედეგით ყოველგვარი დამატებითი მანიპულაციების გარეშე.
სხეულის სიჯანსაღე დამოკიდებულია ატლასზე - კისრის პირველ მალაზე
თითქმის ყველა ადამიანის პირველი მალა  მდებარეობაშეცვლილია, რის გამოც ზურგის ტვინითავის ტვინიდან გამომავალი ნერვები, სისხლძარღვები მოჭყლეტილია და გამუდმებულ ზეწოლას განიცდის.

 დღეს  ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ კისრის პირველი მალა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობისა და გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ის კარს ჰგავს, რომელშიც თავის ტვინიდან გამომავალი ნერვებისისხლძარღვები, ზურგის ტვინი და ზურგის ტვინის სითხე გადის. მდებარეობაშეცვლილი ატლასი აფერხებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში, ამიტომ თავის ტვინი ან ზღუდავს სხეულისთვის სწორი ინფორნაციის მიწოდებას, ან ცრუ ინფორნაციას აწვდის მას. ამგვარად, მთელ ორგანიზმში ბალანსი ირღვევა. მდებარეობაშეცვლილი ატლასი იწვევს ხეხრხემლის არასტაბილურობას, რაც გამოიხატება შემდეგი დაავადებებითა და სიმპტომებით: სქოლიოზით, ოსტეოქონდროზით, ართროზით, თავის ტკივილით, შაკიკით, წელის ტკივილით და . ატლასის მდებარეობის შეცვლა ასევე ცუდად აისახება კუნთოვან სისტემაზე, თვალებზე, ყურებზე, ყბაზე, ვესტიბულარულ აპარატსა და შიდა ორგანოებზე. პირველი მალის მდებარეობის შეცვლის გამო ხერხემალი ახდენს კომპენსირებას მენჯებს შორის ორი ძვლის შემობრუნების ხარჯზე, რის შედეგადაც ყალიბდება ქოქსართროზი.
ფაქტია, რომ სწორ მდგომარეობაში მყოფი ატლასი უნარჩუნებს ხერხემალსა და მთელ სხეულს ჯანმრთელობას, ადამიანს უყალიბებს ტანდეგობას და აძლევს საშუალებას, დატკბეს სრულფასოვანი ცხოვრებით!
 რევოლუციური მეთოდი
დიდი ხნის განმავლობაშიგამართული სიარულიდაჯანმრთელობა“  შვეიცარიელი რენე კლაუდიუს შუმპერლისთვის მხოლოდ ცარიელ სიტყვები იყო. მისთვის დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო თავისი პრობლემის გამომწვევი მიზეზი. ამ პრობლემის წინაშე უძლური აღმოჩნდა როგორც დასავლური მედიცინა, ისე ოსტეოპათია და ხერხემლის პირველი მალის გასასწორებლად დანერგილი სხვა მეთოდები.
 თავის პრობლემაზე დაკვირვებისა და  თვითგანკურნების მცდელობის დროს, მას გაუჩნდა ეჭვი, რომ ყველა ადამიანის პირველი მალა, ანუ ატლასი, მდებარეობაშეცვლილი იყო. სხვა პაციენტების დაკვირვების შედეგად მისი ეჭვი დადასტურდა. მას ჯერ ისევ აწუხებდა თავის პრობლემა, როდესაც შექმნა მეთოდი, რისი     მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა პირველი მალის სტაბილურ მდგომარეობაში დაბრუნება. ეს კაცობრიობისთვის დიდი მიღწევა იყო!
 არსებობს საპირისპირო მოსაზრება, რომლის თანახმადაც მალა  ზოგ შემთხვევაში მხოლოდ მილიმეტრის მეათედითაა  მდებარეობაშეცვლილი. მაგრამ ფაქტობრივად შემთხვევათა უმეტესობა აჩვენებს, რომ მალა ამოვარდნილია სასახსრე მორჩებიდან. არსებობს მალის სწორ პოზიციაში დაბრუნების სხვა მეთოდებიც, თუმცა არაეფექტური. ისინი ეფუძნება მინიმალური ამოვარდნის თეორიას, რის გამოც კორექციის სრული მიღწევა შეუძლებელია. ამის საპირისპიროდ, შუმპერლის მეთოდით შესაძლებელია ხერხემლის პირველი მალის დაბრუნება სწორ პოზიციაში.
 მეთოდი
ხანმოკლე სპეციფიკური ვიბრო-მასაჟით შესაძლებელია კეფის კუნთების დაძაბულობის მოხსნა, რის შედეგადაც კისრის პირველი მალა უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას. ამის შემდეგ აუცილებელია თვითრეაბილიტაციის  პროცესისითვის ხელშეწყობა. მას შემდეგ, რაც მალა დაუბრუნდება თავის ადგილს, შეუძლებელია მისი კვლავ ამოვარდნა ანატომიური და მექანიკური მიზეზების გამო. ეს პროცედურა ცხოვრებაში ერთხელ ტარდება. მიღწეული შდეგი ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელი ცხოვრების შანსს გვაძლევს.
 პრევენცია
 ატლასპროფილაქს-მეთოდი აძლევს ბიძგს ორგანიზმში თვითრეაბილიტაციის პროცესის დაწყებას. სასურველია ეს მეთოდი პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებულ იქნას ადრეულ ასაკში, რათა ბავშვის ორგანიზმს მიეცეს ჰარმონიულად განვითარების შესაძლებლობა.
 შესაძლო რეაქციები
 ზოგ შემთხვევაში შეიძლება ორგანიზმის რეაქცია გამოვლინდეს პროცედურის დამთავრებისთანავე, ზოგ შემთხვევაში კი რამდენიმე კვირის შემდეგ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმში დაიწყო თვითრეაბილიტაციის პროცესი. დისკომფორტი შესაძლოა იგრძნოთ კისრის ან ზურგის არეში კუნთების დაჭიმულობით ან დაღლილობის შეგრძნებით. აგრეთვე შეიძლება მოიმატოს იმ ტკივილებმა, რაც პროცედურამდე გაწუხებდათ. ამიტომ, დააკვირდით თქვენს სხეულში მიმდინარე ცვლილებებს და ხელი შეუწყვეთ თვითრეაბილიტაციის პროცესს რეგულარული მასაჟით.

შენიშვნა:
    ატლაპროფილაქს-მეთოდით არ ხდება მედიკამენტური მკურნალობის ჩანაცვლებანებისმიერი სხვა სახის მკურნალობა, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს, არ უნდა შეწყვიტოთ.
    სწორ მდგომარეობაში მყოფ კისრის პირველ მალას არა მხოლოდ უჭირავს თავი, არამედ უზრუნველყოფს მთელი ორგანიზმის ჰარმონიულ მუშაობას, ფიზიკურ და გონებრივ სიჯანსაღეს.
 ჯანმრთელობაზე ზრუნვა და თვითრეაბილიტაცია
შვეიცარიელმა რეაბილიტოლოგმა - რენე-კლაუდიუს შუმპერლიმ 1993 წელს პირველმა აღმოაჩინა, რომ კისრის პირველი მალა თითქმის ყველას მდებარეობაშეცვლილი აქვს.

მას თავად ხანგრძლივად აწუხებდა ეს პრობლემა, ამიტომ შექმნა კეფის ღრმა კუნთების მასაჟის უნიკალური მეთოდი, რაც შესაძლებელს ხდის არსებული პრობლემის ერთი პროცედურით მოგვარებას უსაფრთხოდ, ეფექტურად და ხანგრძლივი შედეგით ყოველგვარი დამატებითი მანიპულაციების გარეშე.

 დამატებითი ინფორმაცია:
 ხერხემლის პირველი მალას ატლასი (ან ატლანტი) ჰქვია. მას არა მხოლოდ უჭირავს თავი, არამედ მასზეა მიბმული მთელი ხერხემლის სვეტი. ეს სახელწოდება მას მითიური გოლიათის
ატლანტისგამო ეწოდა, რომელსაც, მითოლოგიის თანახმად, ცის თაღი უჭირავს. ატლასი ადამიანების უმეტესობას დისლოცირებული (მდებარეობაშეცვლილი) აქვს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი  ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დარღვევებისა და დაავადებებისა.
    1993-1996 წლებში შვეიცარიელმა რენე კლაუდიუს შუმპერლიმ, რომელიც თავად იტანჯებოდა პირველი მალის დისლოცირების გამო, დანერგა რევოლუციური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ატლასისთვის სწორი მდებარეობის დაბრუნება, უსაფრთხოდ, ზუსტად და სამუდამოდ.
 რა იწვევს ატლასის მდებარეობის შეცვლას?
  : დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია ის, რომ ადამიანების 99%- ატლასი მალროტირებული აქვს (ანუ მალა გადახრილია მარცხნივ, მოტრიალებილია წინ და ზემოთ, მარჯვნივ და ქვემოთ). ამის მიზეზი შეიძლება იყოს მშობიარობისას მიყენებული ტრავმა, ავტოავარია, თავის ქალის ტრავმები და .
 რა სიმპტომები ახასიათებს ატლასის მალროტირებას?
(სურ.2 .ატლასი მალროტირებულია.    ასე გამოიყურება პირველი მალა ქვემოდან)
სურ.2 .ატლასი

    : ნიმუში წარმოგვიდგენს მდებარეობაშეცვლილ ატლასს, რომელიც მარცხნივაა გადახრილი, მოტრიალებულია წინ და ზემოთ, უკან და ქვემოთ). მალის ასეთი მდებარეობა იწვევს როგორც თავის ქალის ხვრელის, ასევე ხერხემლის არხის  მოცულობის შემცირებას, რაც დამოკიდებულია გადახრის კუთხეზე. ამგვარად, ზურგის ტვინი, თავის ქალისკენ მიმავალი ნერვები და სისხლძარღვები მუდმივ ზეწოლას განიცდის. ასევე ატლასის დისლოცირებით გამოწვეულია კისრის კუნთების მუდმივი დაჭიმულობა, რაც თავის მხრივ იწვევს საძილე არტერიების და სხვადასხვა სისხლძარღვებისა თუ ლიმფური ძარღვების დიამეტრის შემცირებას. შედეგად, თავს იჩენს ისეთი სიმპტომები და დაავადებები როგორებიცაა: დაჭიმულობის შეგრძნება და ტკივილი კეფის არეში, თავის ტკივილი, შაკიკი; კისრის კუნთების, ზურგის, წელის ტკივილი; დისკის თიაქარი, სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, ხერხემლის ნერვების მოჭყლეტვა და ამასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები, სქოლიოზური მენჯი (მენჯის ძვლების ასიმეტრიული განლაგება) (იხ. სურათი №4), ტკივილი მენჯ-ბარძაყის სახსარში, მუხლების ტკივილი, მენისკისა და მუხლის სახსრების  სხვადასხვა დაავადებები, სხვაობა ფეხების სიგრძეს შორის და სხვა.

4. : ნუთუ ამდენი დაავადების მიზეზი სულ რამდენიმე მილიმეტრია?!
    : დიახ, რამდენადაც უცნაურად უნდა ჟღერდეს, ეს ასეა. დღეს ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ კისრის პირველი მალა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობისა და გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ის კარს ჰგავს, რომელშიც თავის ტვინიდან გამომავალი ნერვები და ნერვული დაბოლოებები, სისხლძარღვები, ზურგის ტვინი და ზურგის ტვინის სითხე გადის. მდებარეობაშეცვლილი ატლასი აფერხებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში, ამიტომ თავის ტვინი ან ზღუდავს სხეულისთვის სწორი ინფორნაციის მიწოდებას, ან ცრუ ინფორნაციას აწვდის მას.

სურათი 3
ამგვარად, მთელ ორგანიზმში ბალანსი ირღვევა. მდებარეობაშეცვლილი ატლასი იწვევს ხეხრხემლის არასტაბილურობას, რაც გამოიხატება ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებითა და სიმპტომებით. ატლასის მდებარეობის შეცვლა ასევე ცუდად აისახება კუნთოვან სისტემაზე, თვალებზე, ყურებზე, ყბაზე, ვესტიბულარულ აპარატსა და შინაგან ორგანოებზე. პირველი მალის მდებარეობის შეცვლის გამო ხერხემალი ახდენს კომპენსირებას მენჯებს შორის ორი ძვლის შემობრუნების ხარჯზე, რის შედეგადაც ყალიბდება ქოქსართროზი.
      ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ადამიანები იტარებენ სხვადასხვა გამოკვლევებს, დადიან კონსულტაციაზე სხვადასხვა სპეციალისტებთან, ხარჯავენ უამრავ ფულს წამლების შესაძენად, მასაჟისა და  ფიზიოთერაპიის პროცედურების ჩასატარებლად და .მაგრამ ამაოდ; თუ ატლასი არ ზის თავის ბუნებრივ ადგილზე (ანუ თავისქალა-ატლასის სასახსრე ფოსოში) ამგვარი ჩარევები სასურველ შედეგს არ გამოიღებს.
              ფაქტია, რომ სწორ მდგომარეობაში მყოფი ატლასი უნარჩუნებს ხერხემალსა და მთელ სხეულს ჯანმრთელობას, ადამიანს უყალიბებს ტანდეგობას და აძლევს საშუალებას, დატკბეს სრულფასოვანი ცხოვრებით! (იხ. სურათი №1)

სურათი 4
5. : რას მოიცავს ეს პროცედურა და რა ხანგრძლივობისაა?
ატლასპროფილაქსის-მეთოდი მოიცავს ორ დაგეგმილ ვიზიტს.
პირველი ვიზიტი (ხანგრძლივობა 40 წთ)
1. სრულად ინფორმირება;
2. კონსულტაცია;
3. ტესტირება,ანკეტირება;
4. პროცედურის ჩატარება;
მეორე ვიზიტი (ხანგრძლივობა 40 წუთი), ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მიერ დაცულ იქნა ყველა მიცემული რეკომენდაცია.
1. კონტროლი;
2. ტესტირება;
3. მასაჟი;

6. როგორ ტარდება ატლასპროფილაქსის პროცედურა და რამდენად უსაფრთხოა?
სურათი 5
      : ) ამ პრეცედურის დროს ზემოქმედება ხდება მხოლოდ კეფის ღრმა კუნთებზე, რის შედეგადაც კუნთები დუნდება და პირველი მალა უბრუნდება მისთვის განკუთვნილ ადგილს (თავისქალა-ატლასის სასახსრე ფოსოს). ამდენად, აღნიშნული მეთოდი სრულიად უსაფრთხოა.
        ) ატლასპროფილაქს მეთოდი დაპატენტებულია შვეიცარიაში და მთელს მსოფლიოში აღიარებულია, როგორც უსაფრთხო და ეფექტური არასამედიცინო პროცედურა; მას უკეთებენ ახალშობილ ბავშვებსაც კი. მილიონობით ადამიანმა მთელს მსოფლიოში ჩაიტარა ატლასპროფილაქსი და განთავისუფლდა დიდი ხნის პრობლემებისა და ტკივილებისგან.
          ) ატლასპროფილაქს პროცედურა უსაფრთხოდ ტარდება მხოლოდ სპეციალისტის მიერ, რომელსაც ატლასპროფი ეწოდება და რომელმაც სპეციალური მომზადება გაიარა შვეიცარიის ატლასპროფილაქს აკადემიაში ან მის რეგიონალურ წარმომადგენლობებში.
        Atlasprofilax in Georgia - არის ატლასპროფილაქსის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. პროცედურას ატარებს შვეიცარიის ატლასპროფილაქს აკადემიის მიერ დიპლომირებული სპეციალისტი ია გორგილაძე.

7. : რამდენი პროცედურაა საჭირო ?
     ერთადერთი პროცედურა ცხოვრებაში!!!
    როგორ?!
თუ ატლასი ერთხელ ჩაჯდა თავის სასახსრე ფოსოში, ანატომიური და ფიზიკური (თავის წონა, დედამიწის მიზიდულობის ძალა, კისრის კუნთოვანი სისტემის ზემოქმედების ძალა) მიზეზების გამო ის ვეღარ უბრუნდება თავის ძველ ადგილმდებარეობას.

8. : რა შედეგები მოჰყვება ატლასის გასწორებას ანუ სწორ პოზიციაში დაბრუნებას?
    ატლასპროფილაქსით ხდება ხერხემლის დაავადებების მიზეზის აღმოფხვრა მაშინ, როცა კლასიკური მედიცინა ებრძვის ამ დაავადებების შედეგს!!! ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამბობდა, რომ მხოლოდ დაავადების მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ იყო შესაძლებელი დაავადების სრული განკურნება.
     რადგანაც პირველი მალა ადამიანის ჩონჩხის სიმეტრიის ღერძს წარმოადგენს, მისი გასწორება იწვევს მხრების, მენჯისა და ორივე ფეხის სიმეტრიულ განლაგებას. რამდენადაც ხერხემლის დანარჩენი მალები ატლასზეა მიბმული, მისი სწორ პოზიციაში ყოფნა იწვევს ხერხემლის სვეტის ასევე სწორ პოზიციაში თანდათანობით დაბრუნებას (იხ. სურათი № 2). რადგანაც თავის ტვინში მიმავალი არტერიები აღარ განიცდის წნეხს, მას მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი (და, შესაბამისად, ჟანგბადი). ტვინი იწყებს კვლავ ნორმალურად ფუნქციონირებას, რაც იწვევს რეგენერაციისა და თვითრეაბილიტაციის პროცესის დაწყებას. ეს პროცესი ზოგ შემთხვევაში იწყება მეორე დღესვე, ზოგ შემთხვევაში კი 2-3 კვირის შემდეგ (პაციენტს ეხსნება ტკივილები, იშლება მხრებში, გრძნობს სიმსუბუქეს მთელ სხეულში და .) და გრძელდება მინიმუმ 6 თვეს. რთულ შემთხვევებში რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება რამდენიმე წელს. მაგ. სქოლიოზისა და ოსტეოქონდროზის შემთხვევაში პროცესი ჯერ სტაბილურდება, შემდეგ მიდის კუნთოვანი სისტემის გადაწყობა  და პარალელურად იწყება დისკების აღდგენა. ეს, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესია. უჯრედებისა  და ორგანოების  რეგენერაცია მყისიერად არ ხდება. ორგანიზმის რეაქცია პროცედურაზე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. თუ ზოგის შემთხვევაში ჯანმრთელობის აღდგენა სწრაფად ხდება, მათ - ვისი ორგანიზმიც არასდროს ფუნქციონირებდა სრულფასოვნად - მეტი მოთმინება მართებთსამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა დაავადება მეტისმეტად გამწვავებულია, ხანგრძლივად დაავადებულ ორგანიზმს კი შეიძლება აღარ აღმოაჩნდეს რესურსი თვითრეაბილიტაციისთვის.

9. არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა და რა არის ამ პროცედურისთვის უკუჩვენება?
       ატლასპროფილაქსი შეიძლება ჩატარდეს ჩვილობიდან 90 წლამდე. რადგანაც ამ პროცედურის წყალობით ხდება ორგანიზმის ჰარმონიული განვითარება როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ დონეზე, სასურველია ატლასპროფილაქსი ჩაუტარდეს  ბავშვებს ადრეულ ასაკში, რაც მომავალში მათი ჯანმრთელობის საწინდარი იქნება.
     ერთადერთი უკუჩვენება ორსულობაა.

10.  სად მდებარეობს Atlasprofilax in Georgia - ცენტრი?
მის. მცხეთის . 6, ოფისი 2.
ტელ. 2 24 20 80
          599 48 44 52
კონსულტაცია უფასოა და ხდება წინასწარი ჩაწერით. 


 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ''ატლასპროფილაქსი'' არა სამკურნალო, არამედ გამაჯანსაღებელი პროცედურაა. ''ატლასპროფილაქსი'' არ არის ჯადოსნური პროცედურა, რომლის შემდეგაც ხდება სასწაულებრივი გამოჯანმრთელება. ''ატლასპროფილაქსის'' პროცედურის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში იწყება თვითრეაბილიტაციის პროცესი, რის შედეგადაც ხდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გადაწყობა. ეს მეთოდი უნიკალურია იმით, რომ პრობლემის მოგვარება არ ხდება მედიკამენტებით ან ძალისხმიერი მანიპულაციებით (როგორც, მაგალითად, კლასიკურ მედიცინასა ან მანუალურ თერაპიაში), რასაც ხშირ შემთხვევაში მოაქვს დროებითი შედეგი. თვითრეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ავადმყოფობის სიმწვავეზე, მის სირთულეზე, ასაკზე და ასევე იმაზე, ითვალისწინებს თუ არა პაციენტი პროცედურის ჩატარების შემდეგ მისთვის მიცემულ რეკომენდაციებს. აქედან გამომდინარე, შედეგებიც ყველას ინდივიდუალური აქვს. ზოგ შემთხვევაში შედეგი იმ დღესვე დგება, ზოგჯერ ერთი კვირის ან ერთი თვის, სხვა შენთხვევაში 6,7,8 თვის ან 1 წლის, შემდეგ. მაგალითად, თუ პაციენტს აქვს ხერხემლის დისკის თიაქარი, სქოლიოზი, კიფოზი, მას რა თქმა უნდა, არ ექნება შედეგი ერთი ან ორი თვის შემდეგ. ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა გაცილებით მეტი დრო!!!! ამის შესახებ ყველა პაციენტი არის გაფრთხილებული უფასო კონსულტაციის დროს ზეპირად და წერილობით. ზოგჯერ პროცედურის შემდეგ პაციენტი ისე კარგად გრძნობს თავს, რომ ავიწყდება ის რეკომენდაციები, რომელიც მას ეძლევა ზეპირად და წერილობით და იწყებს ისეთი დატვირთვით მუშაობას, როგორიც მიუღებელია რეაბილიტაციის პერიოდში. ასევე პაციენტები გაფრთხილებული არიან იმის შესახებ, რომ თუ არ მობრძანდებიან განმეორებით ვიზიტებზე, პროცედურა ჩაითვლება დაუსრულებლად და ''Atlasprofilax ni Georgia" პასუხს არ აგებს დამდგარ შედეგზე.

1 комментарий: