ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში არსებობს ე.წ. „მერიდიანების“ ცნება. ასე
ეძახიან არხებს, რომლის მეშვეობითაც სხეულში ცირკულირებს ენერგია „ცი“.
ჩინელების აზრით, „ნემსოთერაპია“ სწორედ ამ არხების სტიმულაციისათვის
გამოიყენება, თუმცა, ეს არის გარე მერიდიანების სტიმულაცია. არსებობენ
ასევე შიდა მერიდიანები. ეს მერიდიანები დაკავშირებული არიან ადამიანის
ორგანოებთან, სწორედ მათი მეშვეობითაა შესაძლებელი დაავადებების
განკურნება.
ადამიანის ფეხის გულზე დაახლოებით 7000 ნერვული დაბოლოებებია, რომლებიც
ჩინური მედიცინის თეორიით ადამიანის ყველა ორგანოს უკავშირდება. ენერგია, რომელიც ამ მერიდიანების მეშვეობით გადაიცემა, ხდება
პასიური, რადგან ადამიანებს აცვიათ ფეხსაცმელი. ამიტომ, საჭიროა
მერიდიანების მუდმივი სტიმულირება, სტიმულაციისათვის ჩინელები გვთავაზობენ
ფეხშიშველა დგომას და სიარულს, ან… ჩვეულებრივი ხახვის გამოყენებას.
აღსანიშნავია, რომ წინდებში ხახვის ჩადების მეთოდი სხვადასხვა ხალხების მედიცინაში გამოიყენებოდა როგორც გაციების საწინააღმდეგო საშუალება.
1. წინდებში ჩადებული ხახვი გამოყოფს ფოსფორულ მჟავას, რომელიც წმენდს სისხლს;
2. ორგანიზმი განიწმინდება ბაქტერიებისა და მიკრობებისაგან;
3. ფეხიდან გაგიქრებათ უსიამოვნო სუნი, და ა.შ.
Комментариев нет:
Отправить комментарий