пятница, 7 августа 2015 г.

6 წესი, როგორ გავარჩიოთ ნატურალური თაფლი ყალბისგან

benefits-of-honeyთაფლს შეიძლება ძალიან კარგი გემო და სუნი ჰქონდეს, 20 ლარი ღირდეს და სანდო კაცი ჰყიდდეს… მაგრამ მაინც ნუ დაიზარებთ:
1) სულ ცოტა თაფლი თითებს შორის ააგორავეთ (იმედია, გასაგებად ვწერ) ნატურალური თაფლი კანში იოლად შეიზილება. თუ წებოვანი დარჩა, ეს იგი, შაქარი აქვს შერეული.

2)  რამდენიმე ჩაის კოვზი თაფლი დადეთ თეფშზე და მიკროტალღურ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე გაათბეთ. ნატურალური თაფლი – კარამელივით გახდება. ყალბი – ქაფს მოიდებს და ბუშტუკები გაუჩნდება.

3) ეს უფრო ადვილია: რამდენიმე წვეთი თაფლი დაასხით ქაღალდზე. ნატურალური საკმაოდ დიდხანს არ გაჟღინთავს ქაღალდს. ყალბი კი მალევე დაასველებს.
4) შეგიძლიათ თქვენს კვლევაში ჭიანჭველებიც ჩართოთ. თუ თაფლი ნატურალურია, ჭიანჭველები გვერს ვერ აუვლიან (რამეთუ უყვართ თაფლი), ყალბს კი არ მიეკარებიან.
5) ეს იოლი მეთოდია: ჩადეთ კოვზი თაფლი წყალში (ოთახის ტემპერატურის). ნატურალური – შეიკვრება და ჭიქის ძირზე  დაილექება. ყალბი – მალევე გადნება.
6) საკუთარი ენაც გამოგვადგება თაფლის ნატურალურობის ამოცნობაში.  ნატურალური – ენაზე დადებისას ცოტა იჩხვლიტებასავით და ცოტა ხანში შესიებასავით შეგრძნება ჩნდება. ყალბის შემთხვევაში – მსგავსი რამ არ ხდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий