суббота, 27 июня 2015 г.

3 სახის საოცარი ცომი კეფირით

3 სახის  საოცარი  ცომი კეფირითინგრედიენტები: კეფირიანი ცომი ყველით: კეფირი1 ჭიქა; გახეხილი ყველი 1 ჭიქა; ფქვილი 2 ჭიქა; სოდა 2/3 ჩ.კ; მარილი 1/2 ჩ.კ; შაქარი 1 ჩ.კ;
საფუვრიანი ცომი კეფირით: კეფირი 1 ჭიქა; ზეთი 1/2 ჭიქა; შაქარი 1 ჩ.კ; საფუარი 1 ჩ.კ; მარილი 1 ჩ.კ; ფქვილი 2.5 ჭიქა;
კეფირის ცომი: კვერცხი 2ც;  მარილი 1/2 ჩ.კ; კეფირი 1 ჭიქა; ფქვილი 1 ჭიქა; სოდა 1 ჩ.კ;
1. თუ ამ ცომისთვის ყველას მსხვილ სახეხზე გახეხავთ, შესანიშნავი იქნება ფუნთუშებისთვის და სოსისიანი ჰოთდოგებისთვადასხვის. წვრილად გახეხილი ყველი მოუხდება სხვადასხვა მინი ღვეზელებს და როგალიკებს.

2. ეს ცომი ძალიან ფაფუკია, მსუბუქი. უხდება მარილიან ღვეზელებს, ასევე ისეთებს, რომელიც ზეთში იწვება.
საფუარი ოტახის ტემპერატურის, შემთბარ კეფირში გახსენით და შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. აცალეთ აფუება 1.5 საათი, შემდეგ გამოიყენეთ.

3. ხუთწუთიანი ცომი კეფირით.
სოდა გახსენით კეფირში, დაამატეთ კვერცხი, ფქვილი და კარგად აურიეთ. ცომი მზადაა. ისე შედარებით თხელია, მსუბუქია, ფუმფულა და არ შეიცავს ცხიმს. შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი ღვეზელი და პიცაც კი. გულსართი არ უნდა იყოს ძალიან წვნიანი. ცომი უნდა დაასხათ ტაფაში და დაამატოთ გულსარტის ინგრედიენტები. ან პირდაპირ გადაურიოთ და ისე გამოაცხოთ ღვეზელი

Комментариев нет:

Отправить комментарий