დისკომფორტს, რომელიც მრავალმა ქალმა გამოსცადა , კუჭ-ნაწლავის ჩხირის საშარდე გზებში მოხვედრა იწვევს. საპირფარეშოში ყოველ 10 წუთში ერთხელ სიარულზე და ტკივილზე აღარაფერს ვამბობთ. თუმცა არსებობს ბუნებრივი პროდუქტები, რომლებიც ამ ინფექციებს ებრძვის. წარმოგიდგენთ ბუნებრივ პროდუქტებისგან შემდგარ კოქტეილს, რომელიც მართლაც ეფექტურად ებრძვის ყველა ინფექციას. რა თქმა უნდა, როდესაც პროცესი დაწყებულია, და ხშირ შემთხვევაში იგი სისხლდენითაც მიმდინარეობს, აუცილებელია მივმართოთ ექიმს. მარგამ ჩვენ შეგვიძლია დაავადება აქამდე არ მივიყვანოთ, ერთი საკმაოდ მარტივად მოსამზადებელი კოქტეილის მეშვეობით.
რეცეპტი:
250 გრ ლიმონის ცედრა.
250 გრ ოხრახუშის ძირები.
250 გრ თაფლი
2 დესერტის კოვზი ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი: დავჭრათ წვილად ოხრახუშის ძირები და ლიმონის ცედრასთან და თაფლთან ერთად ავურიოთ „ბლენდერში“. შემდეგ დავამატოთ ზეითუნის ზეთი და შევინახოთ მაცივარში.
მოხმარების წესი: ერთი სუფრის კოვზი დილით უზმოზე.
შენიშვნა: აუცილებელია ნატურალური თაფლი. ასევე დარწმუნდით რომ ლიმონი, რომელიც შეიძინეთ არ შეიცავს პესტიციდებს. მოხმარებამდე მოათავსეთ ლიმონი სოდიან წყალში, რათა კანი სრულიად გასუფთავდეს. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ნიახურის ძირებიც მოხმარებამდე კარგად უნდა გაირეცხოს. მკურნალობის პერიოდში შეეცადეთ არ მიიღოთ ყავა და შოკოლოდი, რადგან კოფეინი ხელს უწყობს ბაქტერიის გავრცელებას ორგანიზმში.
Комментариев нет:
Отправить комментарий