понедельник, 20 апреля 2015 г.

ფრჩხილების მდგომარეობით ჯანმრთელობის პრობლემების დიაგნოსტირება

8-health-warnings-fingernails-may-sending-featured-600x312ამ სტატიაში არის ყველაფერი, რაც გინდოდათ გცოდნოდათ ფრჩხილების შესახებ… მაგრამ, არ იცოდით, სად გაგეგოთ.
ფრჩხილებზე ლაქები, ზოლები, ფერის შეცვლა, რელიეფის გაჩენა – ყოველივე ეს ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებს.
1. გადაუსვით ფრჩხილს ხელი. ნორმალურ მდგომარეობაში ფრჩხილი გლუვი უნდა იყოს. რელიეფური ზედაპირი მიანიშნებს შემდეგ შესაძლო პრობლემებზე:
1. რკინის დეფიციტი
2. ანთებითი პროცესები, ისეთები, როგორებისაა ართრიტი.
ჯანსაღი ფერი ფრჩხილისთვის არის ვარდისფერი. ყველა სხვა ფერი რაიმე ჯანმრთელობის პრობლემაზე მიანიშნებს.
1. თეთრი ფრჩხილები ღვიძლის პრობლემებზე ან ჰეპატიტზე მიანიშნებს.
2.მუქი ზოლები ფრჩხილის ზედა ნაწილში შეიძლება მიანიშნებდეს გულის პრობლემებზე.
3. მოლურჯო ფრჩხილები სისხლის ჟანგბადით მომარაგების პრობლემებზე mianiSnebs.
4. მკრთალი ფრჩხილები – ვიტამინების ნაკლებობა.
5. მოწითალო ზოლები ფრჩხილის გასწვივ – გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მიუთითებს.
6. მომწვანო ფერი – ბაქტერიალურ ინფექციაზე.
7. შესქელებული ფრჩხილები – ფილტვების პრობლემა
8. შესქელებული და უსწორმასწორო – სოკოვან დაავადებაზე მიუთითებს.
9. სქელი და დაყოფილი ფრჩხილები – შეიძლება იყოს ჩიყვისა და ფსორიაზის ნიშანი
10. მეტისმეტად შესქელებული ფრჩხილები კი სისხლის მომიქცენის პრობლემაზე მიუთითებს.
11. ფრჩხილებზე ნაჭდევები – ფსორიაზის ნიშანი შეიძლება იყოს.
12. როდესაც ფრჩხილის ბოლო აპრეხილია და (კოვზივით ფორმას ღებულობს. ვისაც ეს პრობლემა აქვს, მიხვდება)  – რკინადეფიციტური ანემია, ჰიპოთერიოზი.
8-health-warnings-your-fingernails-may-be-sending-featured.jpgჰემოხრომატოზი – დაავადება, რომელიც აიძულებს ღვიძლს ჭარბად მოიხმაროს რკინა.
მშრალი და მსხვრევადი ფრჩხილები:
თუ ჯანმრთელობა წესრიგში გაქვთ, ფრჩხილებს არ სჭირდება დამატებითი მოვლა, კრემები და ა. შ. (!)
8-health-warnings-fingernails-may-sending1მშრალი და მსხვრევადი ფრჩხილები ჰორმონალურ პრობლემებსა და ბაქტერიულ ინფექციაზე მიანიშნებს.
თუ ფრჩხილები ადვილად გემსხვრევათ – ეს ჩიყვის ნიშანია.
სოკოვანი დაავადება ასევე იწვევს ფრჩხილების მსხვრევას.
თუ ჯანმრთელობის პრობლემები მოგვარდება, ფრჩხილებიც წესრიგში გექნებათ.
ფრჩხილები არა მარტო მიუთითებს დაავადებაზე, არამედ იძლევა საშუალებას სწორი დიაგნოსტირება მოახდინო. ამიტომ, დააკვირდით თქვენს ფრჩხილებს. თუ რომელიმე ზემოთაღნიშნული სიმპტომი შეამჩნიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სათანადო ორგანო მკურნალობას მოითხოვს, (და არა ფრჩხილები – ლიმნის წვენის აბაზანებს).
ჯანმრთელობას გისურვებთ.
8-health-warnings-fingernails-may-sending2-600x295

Комментариев нет:

Отправить комментарий