თაფლისგან დამზადებული ტანის დასაბანი გელი
- 1 ჭიქა ტკბილი ნუშის ზეთი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ზეთისხილის ზეთით);
- ½ ჭიქა თაფლი;
- ½ ჭიქა თხევადი ხელის საპონი;
- 1 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი.
ყველა
ინგრედიენტი მოათავსეთ პლასტმასის ბოთლში და დაახურეთ თავზე, შეანჯღრიეთ
კარგად ვიდრე არ შეერევა ყველა კომპონენტი ერთმანეთს. ყოველი გამოყენების
წინ შეანჯღრიეთ ხოლმე. დატკბით ამ შესანიშნავი საშუალებით ყოველი დაბანის
დროს!
თავიდან ვფიქრობდი რომ თაფლის სიტკბო და წებვადობა
არასასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ არაფერი მსგავსი, ნახავთ როგორი ნაზი
გახდება თქვენი კანი!
თაფლის თმის კონდიციონერი
გახადეთ თქვენი თმა უფრო ბრწყინავი
შეურიეთ ½ ჭიქა თაფლი ¼ ჭიქა ზეთისხილის ზეთთან (თუ ნორმალური ან ცხიმიანი თმა გაქვთ გამოიყენეთ მხოლოდ 2 სუფრის კოვზი).
ყოველი
გამოყენებისას მხოლოდ მცირე რაოდენობა დაგჭირდებათ, შეიზილეთ თმაში
კარგად, დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაიტოვეთ 30 წუთის განმავლობაში.
შემდეგ მოიხადეთ ქუდი და კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით.
კანის დამამშვიდებელი გამწმენდი თაფლისგან
(აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის განსაკუთრებით კარგია)
შეურიეთ ½ ჭიქა თბილი წყალი ¼ ჩაის კოვზ მარილს.
ბამბის
ბურთულით დაიდეთ პირდაპირ გამონაყარის ადგილას და დააწექით ცოტა ხანს,
რამდენიმე წუთით მაინც. შემდეგ ბამბის საფენი დაასველეთ თაფლში და დაიდეთ
გამონაყარზე, დაიტოვეთ დაახლოებით 10 წუთით და ჩამოიბანეთ კარგად და
შეიმშრალეთ.
თაფლის სახის ნიღაბი
დამატენიანებელ ნიღაბს გამოაქვს სახის კანიდან ტოქსინები და აახალგაზრდავებს კანს.
- 2 სუფრის კოვზი თაფლი;
- 1 სუფრის კოვზი ფრანგული მწვანე თიხა ან ვარდის თიხა;
- 2 წვეთი ლავანდის ან ვარდის ეთერზეთი;
- წყალი გათხელებისთვის, რამდენიც საჭირო იქნება
დაიბანეთ
სახე და ოდნავ სველი დაიტოვეთ. წაისვით ნიღაბი სახეზე, თვალების გარშემო
არეებს მოარიდეთ. დაიტოვეთ მინიმუმ 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ფრთხილად შეიმშრალეთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий