ყური ადამიანის გრძნობის ორგანოთაგანია. ის ჰაერის რხევების
მექანიკური ენერგიის აღქმას ახერხებს, რის წყალობითაც ჩვენ გვესმის.
1,6-იდან 20 სმ-მდე სიგრძის ტალღის მქონე (16000-20000 ჰერცი სიხშირის)
ბგერები ის რხევებია, რომლებსაც ადამიანის ყური აღიქვამს. ბევრ ცხოველს
აღქმის ზედა ზღვარი ადამიანისაზე მაღალი აქვს, მაგალითად, ძაღლებისა 35000
ჰერცს აღწევს. ადამიანის ყური მაქსიმალურ მგრძნობელობას იჩენს
1000-3000 ჰერცის ფარგლებში. სმენის ორგანო სამი ნაწილისგან: გარეთა, შუა და შიგნითა ყურისგან - შედგება.
გარეთა ყური
გარეთა ყური ყურის ნიჟარასა და გარეთა სასმენ მილს მოიცავს. ნიჟარა კანის ერთგვარი ნაკეცია, რომელშიც ელასტიკური ხრტილოვანი ფირფიტაა მოთავსებული. მისი საშუალებით ადამიანის ყური ბგერების ერთგვარ მოგროვებას ახერხებს, რომ შემდგომ მათი განსხვავება და აღქმა მოხდეს. გარეთა სასმენი მილი მილოვანი ორგანოა, რომელიც ამოფენილია მუქი სეკრეტით - გოგირდის გამომყოფი ჯირკვლებით. გოგირდსა და გარეთა სასმენ მილში არსებულ ბუსუსებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ: ისინი იცავენ გარეთა სასმენ მილს უცხო სხეულისგან და ხელს უშლიან დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების შუა და შიგნითა ყურში მოხვედრას.
შუა ყური
იგი წარმოადგენს დაფის ღრუს, რომლის გარეთა კედელი დაფის აპკია. შუა ყურის არსებით ნაწილს ქმნის სასმენ ძვალთა კომპლექსი, რომელიც სამი წევრისგან: ჩაქუჩისგან, გრდემლისა და უზანგისგან - შედგება. ისინი დაფის აპკის რხევებს შიგნითა ყურს გადასცემენ. სასმენი ძვლები ბერკეტების ერთგვარ სისტემას ქმნიან, რითაც ბგერით რხევებს 60-ჯერ მაინც აძლიერებენ. ამასთან, ისინი ამცირებენ დაფის აპკზე მაღალი ბგერების წნევის ძალას.
დაფის აპკი
გარეთა და შუა ყურის საზღვარზე გადაჭიმულია დაფის აპკი. მისი სისქე 0,1 მმ-ია. ცენტრში იგი შეზნექილია, ვინაიდან ამ ადგილას მას უკავშირდება ჩაქუჩის ტარის ბოლო. დაფის აპკი დრეკადია. ამის წყალობით იგი წინააღმდეგობას უწევს ჰაერის ტალღების წნევას. დაფის აპკის რხევები სწრაფად ქრება, რის გამოც ტალღებს არ ამახინჯებს.
შიგნითა ყური
შიგნითა ყური საფეთქლის ძვლის პირამიდაში მდებარეობს. იგი შედგება რთული აგებულების ძვლოვანი არხებისგან - ლაბირინთისგან. ლაბირინთი, თავის მხრივ, სმენის ანალიზატორს - ლოკოკინას - და ვესტიბულურ აპარატს მოიცავს. ეს უკანასკნელი წონასწორობის ანალიზატორია, ამიტომ ყური მხოლოდ სმენის კი არა, წონასწორობის ორგანოცაა.
ვესტიბულური აპარატი
ეს არის აპარატი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი სივრცეში წონასწორობის შენარჩუნებას ახერხებს. იგი ლოკოკინასგან, კარიბჭისა და სამი ნახევარრკალოვანი არხისგან შედგება. ნახევარრკალოვანი არხები სწორი, სამ პერპენდიკულარულ სიბრტყეში განლაგებული ვიწრო სავალებია. ზედა არხი - ფრონტალურ სიბრტყეში მდებარეობს, უკანა - საგიტალურში, გარეთა კი ჰორიზონტალურში. ცალი ბოლო ყოველ მათგანს გაფართოებული აქვს და ამ ნაწილს ამპულა ეწოდება. ძვლოვანი ლაბირინთი თითქმის ანალოგიური ფორმის აპკისებრ ლაბირინთს შეიცავს, რომელიც კარიბჭის მიდამოში ორ საკნად იყოფა. ერთი ლოკოკინასთან უფრო ახლოს არის, მეორე კი - ნახევარრკალოვან არხებთან. ძვლოვან და აპკისებრ ლაბირინთებს შორის დარჩენილი მცირე სივრცე ამოვსებულია სითხით - ენდოლიმფით. ასეთივე სითხით არის ამოვსებული აპკისებრი ლაბირინთიც. ენდოლიმფა წყალზე 2-3-ჯერ ბლანტია და უხვად შეიცავს კალიუმის, ნატრიუმისა და ქლორის იონებს. ენდოლიმფის რაოდენობა მუდმივია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გარეგანი თუ შინაგანი მიზეზების გამო იგი იმატებს ან იკლებს, რაც აუცილებლად აისახება წონასწორობის უნარზე და განსაზღვრული პათოლოგიური სიმპტომებით გამოვლინდება. ენდოლიმფას მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. ერთი მხრივ, იგი ასუფთავებს წონასწორობის რეცეპტორებსა და მათ ბუსუსებს, მეორე მხრივ კი უზრუნველყოფს ელექტროლიტურ ბალანსს ვესტიბულური აპარატის შიგნით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წონასწორობის ცვლილებათა აღქმისას.
ოტოლიტური აპარატი
აპკისებრი ლაბირინთის ორივე საკანში მოთავსებულია ე.წ. ოტოლიტური აპარატი - საკმაოდ რთული სტრუქტურის მქონე წარმონაქმნი, რომელიც სხეულის მდგომარეობის ცვლილებას აფიქსირებს.
ყურის კვება და მგრძნობელობა
ყურს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს გარეთა საძილე არტერიის სამი ტოტი და ყურის ღრმა არტერია. ცხოველქმედების შედეგად უჯრედებში დარჩენილი უვარგისი ნივთიერებები ყურის უჯრედებიდან არტერიების თანამოსახელე ვენებს გამოაქვს. ყურის წინ, ქვევით და უკან მდებარეობს ლიმფური ჯირკვლები, საიდანაც ლიმფა უფრო ღრმა ლიმფურ ავზებში გაედინება. ყურის მგრძნობელობას უზრუნველყოფს სახისა და ყურის დიდი ნერვი, რომელიც კისრის წნულიდან გამოდის. ყველა ჩამოთვლილი სისხლძარღვი ნერვი ყურის გარდა რამდენიმე სხვა ორგანოსაც ემსახურება. ყური რამდენიმე გასასვლელითა და არხით ცხვირისა და პირის ღრუებს, აგრეთვე ქალას ძვლოვან წიაღებს უკავშირდება, ამიტომაც სასმენ ორგანოში არსებული პათოლოგიის უშუალო მიზეზი შესაძლოა მის გარეთ იმალებოდეს.
როგორ გვესმის?
ბგერების გადაცემასა და აღქმაში ყურის ბგერის გამტარი გზები და თავის ტვინში არსებული სმენის ცენტრალური ანალიზატორი მონაწილეობს.
ბგერის გამტარი გზები
ლოკოკინას, გარეთა და შიგნითა ყურის საშუალებით აღიქმება ბგერითი რხევები და რთული გამტარი გზებით ნერვულ სისტემაში (თავის ტვინი) მდებარე ცენტრალურ რეცეპტორამდე მიდის. ბგერის გამტარი გზები სმენის რეცეპტორის პერიფერიული განყოფილებაა, რომლის ცენტრალური ნაწილიც თავის ტვინის ქერქში მდებარეობს. ბგერის გამტარ გზებს საკმაოდ კარგად განვითარებული კანქვეშა შრე აქვთ, რომელიც, განსაკუთრებით - გარეთა ყურის არეში, გამოყოფს ყურის გოგირდს. ჭარბად დაგროვებისას ის ზოგჯერ გოგირდოვან საცობს ქმნის.
დაბალი და მაღალი ტონები
ადამიანის ყური სხვადასხვა ტონის გარჩევის საკმაოდ დახვეწილი მექანიზმით არის აღჭურვილი. დაბალი ტონების შესახებ ინფორმაცია სმენის ნერვის ბოჭკოებით ცენტრალურ ანალიზატორს გადაეცემა და ადვილად განირჩევა, რამდენადაც მათი სიხშირე შეესაბამება ლოკოკინას მიერ აღქმულ ბგერათა სიხშირეს, მაღალი ტონების მოქმედებისას კი ხდება სივრცობრივი კოდირება - ტონის ყოველ სიმაღლეს აღიქვამს რეცეპტორთა გარკვეული რაოდენობა და რეცეპტორების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც მათი ზემოქმედებით ყველაზე მეტად ღიზიანდება.
სმენის ადაპტაცია
სმენის ორგანოს ბგერითი გაღიზიანებებისადმი ადაპტირება შეუძლია. როცა ყურზე ხანგრძლივად მოქმედებს ძლიერი ბგერა, სმენის მგრძნობელობა მცირდება. ამ მოვლენას დიდი შეგუებითი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - ზოგიერთ ხმაურიან საწარმოში მომუშავეთათვის.
ვესტიბულური აპარატის გამღიზიანებლები
წონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ნერვულმა სისტემამ სხეულის უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. ეს კი წარმოუდგენელია იმ გამღიზიანებლების გარეშე, რომლებიც ნერვული სისტემის ფუნქციათა შესრულებას იწვევს. ლოკოკინას ოტოლიტური აპარატის რეცეპტორების გამღიზიანებლებია:
წონასწორობის შენარჩუნების მექანიზმი
სივრცეში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნებას მხოლოდ ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები როდი უზრუნველყოფს - დიდი მნიშვნელობა აქვს მხედველობის რეცეპტორებიდან, მყესებში, კუნთებსა და იოგებში განლაგებული პროპრიორეცეპტორებიდან და კანის რეცეპტორებიდან წამოსულ სიგნალებსაც, რომლებიც ვესტიბულური აპარატიდან მომავალ სიგნალებთან ერთად იკრიბება თავის ტვინის ქერქში. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი რთული, კოორდინირებული მოძრაობების განხორციელება სივრცეში სხეულის ნებისმიერი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
ადამიანის ორგანიზმის ვესტიბულური აპარატის ნორმალური,
დაბალანსებული ფუნქციობა აუცილებელია, რათა სხეულმა ვერტიკალური
მდგომარეობა შეინარჩუნოს და სივრცეში შეთანხმებული მოძრაობა განახორციელოს,
თავის მდებარეობა სტაბილური იყოს, ხოლო მხედველობა - ფიქსირებული,
სათანადოდ წარიმართოს სივრცობრივი ორიენტაციის ფორმირება. აქედან
გამომდინარე, ვესტიბულური აპარატის ნებისმიერ დარღვევას აღნიშნული
ფუნქციების დარღვევა მოსდევს. ვესტიბულური ანალიზატორის ამა თუ იმ ნაწილში
მომხდარი დარღვევის დროს წარმოიშობა სპეციფიკური სიმპტომები, რომელთა
ანალიზიც საშუალებას აძლევს ოტორინოლარინგოლოგს (ყელ-ყურ-ცხვირის
სპეციალისტს), დაადგინოს დაავადების ლოკალიზაცია - შიდა ყურის
რეცეპტორებიდან დაწყებული, დამთავრებული თავის ტვინის ქერქით.
ვესტიბულური აპარატის დარღვევის სიმპტომები
ყველაზე ხშირად ამ სიმპტომების სათავე შიგნითა ყურის, ქალას უკანა ღრმულის, წინაკარ-ლოკოკინას ნერვის ან თავის ტვინის ვესტიბულური ბირთვების მიდამოში განვითარებული შეშუპებაა, რომელსაც თან სდევს ქალასშიგა ჰიპერტენზია. პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვესტიბულური აპარატის ფუნქციობის დარღვევის მანიშნებელ სიმპტომებს იწვევს, შეიძლება იყოს სიმსივნური, ანთებითი ან სისხლძარღვოვანი წარმოშობისა. ვესტიბულური აპარატის დარღვევების ძირითადი გამოვლინებები თავბრუსხვევის შეგრძნება და თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა – ნისტაგმია. გარდა ამისა, გვხვდება თანამდევი გამოვლინებებიც - გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, სუნთქვის რიტმის, პულსის ცვლილება, არტერიული წნევის "თამაში", ოფლდენის გაძლიერება, სინათლეზე თვალის გუგების რეაქციის შეცვლა, სახისა და კისრის გაწითლება ან სიფითრე. ვესტიბულური დარღვევების სიმპტომებმა შეიძლება ერთბაშად იჩინოს თავი ან შეტევითი ხასიათი მიიღოს შეტევებს შორის მეტ-ნაკლები ინტერვალებით, მაგალითად, ისე, როგორიც მენიერის დაავადების დროსაა. შეტევებს შორის პაციენტი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს, თუმცა ვესტიბულური დარღვევები ხშირად მაინც შეინიშნება, ვთქვათ, თავის მდგომარეობის შეცვლის დროს, მკვეთრი სუნის შეგრძნებისას, ხმაურის გაგონებისას, ჰაერის ტენიანობის შეცვლისას და სხვა. იმ ძირითადი დაავადების დიაგნოსტიკა, რომლებიც ვესტიბულურ დარღვევებს იწვევს, მოითხოვს ავადმყოფის დეტალურ გამოკვლევას აუდიომეტრიის, ხერხემლის არტერიების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიის, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიისა და სხვა თანამედროვე სადიაგნოზო მეთოდების გამოყენებით. რომელი დაავადებების დროს წარმოიშობა ვესტიბულური აპარატის დარღვევები:
http://www.mkurnali.ge
Перекись водорода незаменимое лекарство при лечении уха, горла, носа!
Рецепты
лечения перекисью водорода, проверены мною лично, эффективность
применения перекиси водорода при лечении простудных заболеваний просто
приводит в восторг! Здесь хочу заметить, что перепробовано много
аптечных препаратов (спреи,антисептические таблетки, ополаскиватели) ни
одно из них не дает такого быстрого и эффективного результата при
лечении ангин, стоматитов. Раствор перекиси разбавленный с водой очень
быстро справляется даже с лакунарной ангиной.
Эксперименты показали, что если начать лечение перекисью водорода при появлении самых первых симптомов простуды, вероятность быстрого выздоровления составляет 80%. Для этого они предлагают закапывать в каждое ухо по несколько капель 3%-ной перекиси водорода При этом начинают образовываться пузырьки кислорода. Примерно через 5 – 10 минут просушите ухо ватной палочкой или мягкой салфеткой и проведите обработку другого уха. Важно провести эту процедуру именно при самых первых симптомах простуды – легком першении в носоглотке, щекотании в ушах. Высока вероятность, что после этого вы уже не вспомните про простуду.
Закапывание перекиси в нос при любых синуситах (гайморите, воспалении лобных пазух), при ринитах любой природы (вирусных, аллергических) приносит значительное облегчение, а после нескольких процедур вообще избавляет от гнойных масс, скопившихся в пазухах.
Дозировка капель с перекисью водорода – по 1 – 2 капли в каждую ноздрю. Перекись водорода (аптечный раствор) разбавить теплой водой в соотношении 1:2. После закапывания из носа начнет выделяться слизь, которую нужно полностью выдуть. После минут 10 – 15 ничего не есть. Кстати, носовое закапывание перекиси водорода не только избавляет непосредственно от простуды, но и помогает справиться с головной болью, которая часто и бывает вызвана давлением слизи, скопившейся в пазухах.
Одна чайная ложка перекиси водорода на полстакана воды является прекрасным антисептическим средством при заболеваниях горла. С помощью орошения раствором перекиси можно избавиться от ларингита, фарингита и ангины.
Сделайте эффективный спрей для лечения горла: Возьмите маленькую бутылочку с распылителем, в которую налейте раствор перекиси водорода в пропорции 10 капель на полстакана воды. Теперь у вас будет под рукой эффективный спрей для лечения заболеваний горла. Спрей дает дополнительное насыщение раствора кислородом, а несколько меньшая дозировка перекиси рассчитана на то, что раствор будет глотаться, а не выплевываться.
Данный рецепт косметического спрея легко заменит дорогостоящие косметические спреи для орошения кожи лица: Вода с несколькими каплями перекиси водорода (ее дозировка 2 – 3 капли на 100 мл воды) для орошения кожи лица в течение дня из спрея. Такое спрыскивание очень освежает кожу.
1000-3000 ჰერცის ფარგლებში. სმენის ორგანო სამი ნაწილისგან: გარეთა, შუა და შიგნითა ყურისგან - შედგება.
გარეთა ყური
გარეთა ყური ყურის ნიჟარასა და გარეთა სასმენ მილს მოიცავს. ნიჟარა კანის ერთგვარი ნაკეცია, რომელშიც ელასტიკური ხრტილოვანი ფირფიტაა მოთავსებული. მისი საშუალებით ადამიანის ყური ბგერების ერთგვარ მოგროვებას ახერხებს, რომ შემდგომ მათი განსხვავება და აღქმა მოხდეს. გარეთა სასმენი მილი მილოვანი ორგანოა, რომელიც ამოფენილია მუქი სეკრეტით - გოგირდის გამომყოფი ჯირკვლებით. გოგირდსა და გარეთა სასმენ მილში არსებულ ბუსუსებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ: ისინი იცავენ გარეთა სასმენ მილს უცხო სხეულისგან და ხელს უშლიან დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების შუა და შიგნითა ყურში მოხვედრას.
შუა ყური
იგი წარმოადგენს დაფის ღრუს, რომლის გარეთა კედელი დაფის აპკია. შუა ყურის არსებით ნაწილს ქმნის სასმენ ძვალთა კომპლექსი, რომელიც სამი წევრისგან: ჩაქუჩისგან, გრდემლისა და უზანგისგან - შედგება. ისინი დაფის აპკის რხევებს შიგნითა ყურს გადასცემენ. სასმენი ძვლები ბერკეტების ერთგვარ სისტემას ქმნიან, რითაც ბგერით რხევებს 60-ჯერ მაინც აძლიერებენ. ამასთან, ისინი ამცირებენ დაფის აპკზე მაღალი ბგერების წნევის ძალას.
დაფის აპკი
გარეთა და შუა ყურის საზღვარზე გადაჭიმულია დაფის აპკი. მისი სისქე 0,1 მმ-ია. ცენტრში იგი შეზნექილია, ვინაიდან ამ ადგილას მას უკავშირდება ჩაქუჩის ტარის ბოლო. დაფის აპკი დრეკადია. ამის წყალობით იგი წინააღმდეგობას უწევს ჰაერის ტალღების წნევას. დაფის აპკის რხევები სწრაფად ქრება, რის გამოც ტალღებს არ ამახინჯებს.
შიგნითა ყური
შიგნითა ყური საფეთქლის ძვლის პირამიდაში მდებარეობს. იგი შედგება რთული აგებულების ძვლოვანი არხებისგან - ლაბირინთისგან. ლაბირინთი, თავის მხრივ, სმენის ანალიზატორს - ლოკოკინას - და ვესტიბულურ აპარატს მოიცავს. ეს უკანასკნელი წონასწორობის ანალიზატორია, ამიტომ ყური მხოლოდ სმენის კი არა, წონასწორობის ორგანოცაა.
ვესტიბულური აპარატი
ეს არის აპარატი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი სივრცეში წონასწორობის შენარჩუნებას ახერხებს. იგი ლოკოკინასგან, კარიბჭისა და სამი ნახევარრკალოვანი არხისგან შედგება. ნახევარრკალოვანი არხები სწორი, სამ პერპენდიკულარულ სიბრტყეში განლაგებული ვიწრო სავალებია. ზედა არხი - ფრონტალურ სიბრტყეში მდებარეობს, უკანა - საგიტალურში, გარეთა კი ჰორიზონტალურში. ცალი ბოლო ყოველ მათგანს გაფართოებული აქვს და ამ ნაწილს ამპულა ეწოდება. ძვლოვანი ლაბირინთი თითქმის ანალოგიური ფორმის აპკისებრ ლაბირინთს შეიცავს, რომელიც კარიბჭის მიდამოში ორ საკნად იყოფა. ერთი ლოკოკინასთან უფრო ახლოს არის, მეორე კი - ნახევარრკალოვან არხებთან. ძვლოვან და აპკისებრ ლაბირინთებს შორის დარჩენილი მცირე სივრცე ამოვსებულია სითხით - ენდოლიმფით. ასეთივე სითხით არის ამოვსებული აპკისებრი ლაბირინთიც. ენდოლიმფა წყალზე 2-3-ჯერ ბლანტია და უხვად შეიცავს კალიუმის, ნატრიუმისა და ქლორის იონებს. ენდოლიმფის რაოდენობა მუდმივია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გარეგანი თუ შინაგანი მიზეზების გამო იგი იმატებს ან იკლებს, რაც აუცილებლად აისახება წონასწორობის უნარზე და განსაზღვრული პათოლოგიური სიმპტომებით გამოვლინდება. ენდოლიმფას მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. ერთი მხრივ, იგი ასუფთავებს წონასწორობის რეცეპტორებსა და მათ ბუსუსებს, მეორე მხრივ კი უზრუნველყოფს ელექტროლიტურ ბალანსს ვესტიბულური აპარატის შიგნით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წონასწორობის ცვლილებათა აღქმისას.
ოტოლიტური აპარატი
აპკისებრი ლაბირინთის ორივე საკანში მოთავსებულია ე.წ. ოტოლიტური აპარატი - საკმაოდ რთული სტრუქტურის მქონე წარმონაქმნი, რომელიც სხეულის მდგომარეობის ცვლილებას აფიქსირებს.
ყურის კვება და მგრძნობელობა
ყურს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს გარეთა საძილე არტერიის სამი ტოტი და ყურის ღრმა არტერია. ცხოველქმედების შედეგად უჯრედებში დარჩენილი უვარგისი ნივთიერებები ყურის უჯრედებიდან არტერიების თანამოსახელე ვენებს გამოაქვს. ყურის წინ, ქვევით და უკან მდებარეობს ლიმფური ჯირკვლები, საიდანაც ლიმფა უფრო ღრმა ლიმფურ ავზებში გაედინება. ყურის მგრძნობელობას უზრუნველყოფს სახისა და ყურის დიდი ნერვი, რომელიც კისრის წნულიდან გამოდის. ყველა ჩამოთვლილი სისხლძარღვი ნერვი ყურის გარდა რამდენიმე სხვა ორგანოსაც ემსახურება. ყური რამდენიმე გასასვლელითა და არხით ცხვირისა და პირის ღრუებს, აგრეთვე ქალას ძვლოვან წიაღებს უკავშირდება, ამიტომაც სასმენ ორგანოში არსებული პათოლოგიის უშუალო მიზეზი შესაძლოა მის გარეთ იმალებოდეს.
როგორ გვესმის?
ბგერების გადაცემასა და აღქმაში ყურის ბგერის გამტარი გზები და თავის ტვინში არსებული სმენის ცენტრალური ანალიზატორი მონაწილეობს.
ბგერის გამტარი გზები
ლოკოკინას, გარეთა და შიგნითა ყურის საშუალებით აღიქმება ბგერითი რხევები და რთული გამტარი გზებით ნერვულ სისტემაში (თავის ტვინი) მდებარე ცენტრალურ რეცეპტორამდე მიდის. ბგერის გამტარი გზები სმენის რეცეპტორის პერიფერიული განყოფილებაა, რომლის ცენტრალური ნაწილიც თავის ტვინის ქერქში მდებარეობს. ბგერის გამტარ გზებს საკმაოდ კარგად განვითარებული კანქვეშა შრე აქვთ, რომელიც, განსაკუთრებით - გარეთა ყურის არეში, გამოყოფს ყურის გოგირდს. ჭარბად დაგროვებისას ის ზოგჯერ გოგირდოვან საცობს ქმნის.
დაბალი და მაღალი ტონები
ადამიანის ყური სხვადასხვა ტონის გარჩევის საკმაოდ დახვეწილი მექანიზმით არის აღჭურვილი. დაბალი ტონების შესახებ ინფორმაცია სმენის ნერვის ბოჭკოებით ცენტრალურ ანალიზატორს გადაეცემა და ადვილად განირჩევა, რამდენადაც მათი სიხშირე შეესაბამება ლოკოკინას მიერ აღქმულ ბგერათა სიხშირეს, მაღალი ტონების მოქმედებისას კი ხდება სივრცობრივი კოდირება - ტონის ყოველ სიმაღლეს აღიქვამს რეცეპტორთა გარკვეული რაოდენობა და რეცეპტორების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც მათი ზემოქმედებით ყველაზე მეტად ღიზიანდება.
სმენის ადაპტაცია
სმენის ორგანოს ბგერითი გაღიზიანებებისადმი ადაპტირება შეუძლია. როცა ყურზე ხანგრძლივად მოქმედებს ძლიერი ბგერა, სმენის მგრძნობელობა მცირდება. ამ მოვლენას დიდი შეგუებითი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - ზოგიერთ ხმაურიან საწარმოში მომუშავეთათვის.
ვესტიბულური აპარატის გამღიზიანებლები
წონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ნერვულმა სისტემამ სხეულის უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. ეს კი წარმოუდგენელია იმ გამღიზიანებლების გარეშე, რომლებიც ნერვული სისტემის ფუნქციათა შესრულებას იწვევს. ლოკოკინას ოტოლიტური აპარატის რეცეპტორების გამღიზიანებლებია:
- სხეულის აჩქარებული ან შენელებული სწორხაზოვანი მოძრაობანი;
- ნჯღრევა;
- რწევა;
- სხეულის ან თავის გვერდზე გადახრა, რაც ოტოლიტური მემბრანის რეცეპტორების ბუსუსებზე ზეწოლას ცვლის.
წონასწორობის შენარჩუნების მექანიზმი
სივრცეში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნებას მხოლოდ ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები როდი უზრუნველყოფს - დიდი მნიშვნელობა აქვს მხედველობის რეცეპტორებიდან, მყესებში, კუნთებსა და იოგებში განლაგებული პროპრიორეცეპტორებიდან და კანის რეცეპტორებიდან წამოსულ სიგნალებსაც, რომლებიც ვესტიბულური აპარატიდან მომავალ სიგნალებთან ერთად იკრიბება თავის ტვინის ქერქში. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი რთული, კოორდინირებული მოძრაობების განხორციელება სივრცეში სხეულის ნებისმიერი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
ვესტიბულური აპარატის დარღვევის სიმპტომები
ყველაზე ხშირად ამ სიმპტომების სათავე შიგნითა ყურის, ქალას უკანა ღრმულის, წინაკარ-ლოკოკინას ნერვის ან თავის ტვინის ვესტიბულური ბირთვების მიდამოში განვითარებული შეშუპებაა, რომელსაც თან სდევს ქალასშიგა ჰიპერტენზია. პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვესტიბულური აპარატის ფუნქციობის დარღვევის მანიშნებელ სიმპტომებს იწვევს, შეიძლება იყოს სიმსივნური, ანთებითი ან სისხლძარღვოვანი წარმოშობისა. ვესტიბულური აპარატის დარღვევების ძირითადი გამოვლინებები თავბრუსხვევის შეგრძნება და თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა – ნისტაგმია. გარდა ამისა, გვხვდება თანამდევი გამოვლინებებიც - გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, სუნთქვის რიტმის, პულსის ცვლილება, არტერიული წნევის "თამაში", ოფლდენის გაძლიერება, სინათლეზე თვალის გუგების რეაქციის შეცვლა, სახისა და კისრის გაწითლება ან სიფითრე. ვესტიბულური დარღვევების სიმპტომებმა შეიძლება ერთბაშად იჩინოს თავი ან შეტევითი ხასიათი მიიღოს შეტევებს შორის მეტ-ნაკლები ინტერვალებით, მაგალითად, ისე, როგორიც მენიერის დაავადების დროსაა. შეტევებს შორის პაციენტი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს, თუმცა ვესტიბულური დარღვევები ხშირად მაინც შეინიშნება, ვთქვათ, თავის მდგომარეობის შეცვლის დროს, მკვეთრი სუნის შეგრძნებისას, ხმაურის გაგონებისას, ჰაერის ტენიანობის შეცვლისას და სხვა. იმ ძირითადი დაავადების დიაგნოსტიკა, რომლებიც ვესტიბულურ დარღვევებს იწვევს, მოითხოვს ავადმყოფის დეტალურ გამოკვლევას აუდიომეტრიის, ხერხემლის არტერიების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიის, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიისა და სხვა თანამედროვე სადიაგნოზო მეთოდების გამოყენებით. რომელი დაავადებების დროს წარმოიშობა ვესტიბულური აპარატის დარღვევები:
- კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუხვევა ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი, მაგრამ ყველაზე ხშირად 60 წლის შემდეგ გვხვდება. კლინიკურ პრაქტიკაში ეს ვესტიბულური თავბრუხვევის ყველაზე ხშირი მიზეზია. ზოგჯერ მას წინ უძღვის ქალა-ტვინის ტრავმა, ოტიტი, იშემია ვერტებრო-ბაზილარულ აუზში, ათიდან ხუთ შემთხვევაში კი მიზეზი უცნობი რჩება. კლინიკური სურათი მკვეთრად დამახასიათებელია: თავბრუხვევის ხანმოკლე შეტევები, რომლებიც მეორდება ყოველთვის, როცა კი პაციენტი სხეულის მდებარეობას შეიცვლის - წამოდგება საწოლიდან ან დაწვება, გვერდზე გადაბრუნდება, დახრის ან უკან გადასწევს თავს. პაციენტების დაახლოებით ნახევარში ხშირი შეტევებით მიმდინარე გამწვავებებს სპონტანური რემისიები ენაცვლება. რემისია შეიძლება რამდენიმე თვეს ან რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს.
- ვესტიბულური ნევრიტი (ვესტიბულური ნეირონიტი, მწვავე პერიფერიული ვესტიბულოპათია) ვესტიბულური აპარატის დარღვევის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია. ის პერიფერიული ვესტიბულური აპარატის ან ვესტიბულური ნერვის დაზიანებას უკავშირდება. ვესტიბულური ნევრიტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ზოგჯერ მის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ადამიანი ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ დაავადებას გადაიტანს, რაც ვესტიბულური ნევრიტის ვირუსულ ბუნებაზე მიუთითებს. მწვავედ აღმოცენდება ძლიერი ბრუნვითი თავბრუხვევა, გულისრევა, განმეორებითი ღებინება, ჰორიზონტალურ-როტაციული ნისტაგმი სწრაფი ფაზით, რომელიც ჯანმრთელი ყურისკენ არის მიმართული. თავბრუხვევას თავის ოდნავი მოძრაობაც კი აძლიერებს, ამიტომ ავადმყოფები ზოგჯერ განზრახ იკავებენ თავს. მძიმე თავბრუხვევა, ჩვეულებრივ, 3-4 დღე გრძელდება, მაგრამ ჯანმრთელობის სრული აღდგენა რამდენიმე კვირას მოითხოვს, ხანდაზმულებს კი შესაძლოა რამდენიმე თვეც დასჭირდეთ. იშვიათად რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ ვითარდება რეციდივი. თუ მდგომარეობა ერთი თვის მანძილზე არ გამოსწორდა, აუცილებელია კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს ცენტრალური დაზიანება. აუცილებელია აუდიომეტრიის ჩატარებაც მენიერის დაავადების გამოსარიცხად.
- ხანდაზმულებში ვესტიბულური აპარატის დარღვევას ხშირად ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა უდევს საფუძვლად. თავბრუხვევის მიზეზი შეიძლება იყოს ლაბირინთის, ვესტიბულური ნერვის და/ან ღეროს იშემია. თავბრუხვევა, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება, იწყება მწვავედ. ხშირად თან სდევს გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა. ღეროს მიმდებარე ნაწილების იშემია დამატებით სიმპტომებს იწვევს: მხედველობის დარღვევას, გაორებას, დიზართრიას, დაცემას, ქვედა კიდურების სისუსტესა და დაბუჟებას.
http://www.mkurnali.ge
ПЕРЕКИСЬ ВОДОРОДА НЕЗАМЕНИМОЕ ЛЕКАРСТВО ПРИ ЛЕЧЕНИИ УХА, ГОРЛА, НОСА! |
Эксперименты показали, что если начать лечение перекисью водорода при появлении самых первых симптомов простуды, вероятность быстрого выздоровления составляет 80%. Для этого они предлагают закапывать в каждое ухо по несколько капель 3%-ной перекиси водорода При этом начинают образовываться пузырьки кислорода. Примерно через 5 – 10 минут просушите ухо ватной палочкой или мягкой салфеткой и проведите обработку другого уха. Важно провести эту процедуру именно при самых первых симптомах простуды – легком першении в носоглотке, щекотании в ушах. Высока вероятность, что после этого вы уже не вспомните про простуду.
Закапывание перекиси в нос при любых синуситах (гайморите, воспалении лобных пазух), при ринитах любой природы (вирусных, аллергических) приносит значительное облегчение, а после нескольких процедур вообще избавляет от гнойных масс, скопившихся в пазухах.
Дозировка капель с перекисью водорода – по 1 – 2 капли в каждую ноздрю. Перекись водорода (аптечный раствор) разбавить теплой водой в соотношении 1:2. После закапывания из носа начнет выделяться слизь, которую нужно полностью выдуть. После минут 10 – 15 ничего не есть. Кстати, носовое закапывание перекиси водорода не только избавляет непосредственно от простуды, но и помогает справиться с головной болью, которая часто и бывает вызвана давлением слизи, скопившейся в пазухах.
Одна чайная ложка перекиси водорода на полстакана воды является прекрасным антисептическим средством при заболеваниях горла. С помощью орошения раствором перекиси можно избавиться от ларингита, фарингита и ангины.
Сделайте эффективный спрей для лечения горла: Возьмите маленькую бутылочку с распылителем, в которую налейте раствор перекиси водорода в пропорции 10 капель на полстакана воды. Теперь у вас будет под рукой эффективный спрей для лечения заболеваний горла. Спрей дает дополнительное насыщение раствора кислородом, а несколько меньшая дозировка перекиси рассчитана на то, что раствор будет глотаться, а не выплевываться.
Данный рецепт косметического спрея легко заменит дорогостоящие косметические спреи для орошения кожи лица: Вода с несколькими каплями перекиси водорода (ее дозировка 2 – 3 капли на 100 мл воды) для орошения кожи лица в течение дня из спрея. Такое спрыскивание очень освежает кожу.

Комментариев нет:
Отправить комментарий