ყოველდღიურად,
მილიონობით ადამიანი, სხვადასხვაგვარი ინფორმაციის მოსაძიებლად Google-ის
საძიებო სისტემას იყენებს. თუმცა, მრავალი ჩვენგანი google-ს ძიების მთელი
შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს.
გთავაზობთ 17 ხერხს, რომლებიც დაგეხმარებათ გაცილებით ეფექტურად მოიძიოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია Google-ში.
1. როგორ მოვძებნოთ ზუსტი ფრაზა ან სიტყვის ფორმა
- ზუსტი ფრაზის ან სიტყვის ფორმის მოძებნა მარტივია! ამისათვის გამოიყენეთ
ბრჭყალები "". ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და Google მოძებნის
ვებ-გვერდებს ან დოკუმენტებს, რომლებშიც არის ზუსტად ეს ფრაზა (სიტყვის
ფორმა)
2. როგორ მოვძებნოთ ციტატა, რომელშიც გამოტოვებულია სიტყვა
- თუკი ციტატაში სიტყვა დაგავიწყდათ - არაუშავს! უბრალოდ ჩაწერეთ მთლიანი
თქვენი ციტატა ბრჭყალებში და გამოტოვებული სიტყვის მაგივრად დაწერეთ
ვარსკვლავი *. თქვენი ციტატა მოიძებნება გამოტოვებულ სიტყვასთან ერთად.
3. როგორ მოვძებნოთ რომელიმესიტყვა რამდენიმედან
- უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა შესაბამისი ვარიანტი ვერტიკალური ხაზის
სიმბოლოს გამოყოფით: |. Google მოძებნის დოკუმენტებს, რომლებშიც ამ
სიტყვათაგან რომელიმე წერია.
4. როგორ მოვძებნოთ სიტყვები ერთი წინადადების ფარგლებში
- გამოიყენეთ სიმბოლო ლამაზი სახელით "ამპერსანდ" - &. თუკი სიტყვებს
დაუკავშირებთ ერთმანეთს სწორედ ამ სიმბოლოთი, Google მოძებნის დოკუმენტებს,
სადაც ეს სიტყვები ერთ წინადადებაში წერია.
5. როგორ მოვძებნოთ დოკუმენტი, რომელიც შეიცავს კონკრეტულ სიტყვას
- დაწერეთ სასურველი სიტყვის წინ პლუს ნიშანი + ადგილის გამოტოვების
გარეშე. საძიებო ველში შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე საჭირო სიტყვის
ჩართვა.
6. როგორ გამოვრიცხოთ სიტყვა ძიებიდან - დაწერეთ
მინუს ნიშანი სიტყვის წინ, რომლის გამოჩენაც არ გსურთ ძიების შედეგებში. ამ
გზით შესაძლებელია რამდენიმე სიტყვის გამორიცხვაც.
7. როგორ მოვძებნოთ კონკრეტულ საიტზე
- ამისათვის გამოიყენეთ ოპერატორი site. იგი საშუალებას იძლევა მიუთითოთ
ვებ-გვერდის მისამართი, რომელზეც უნდა მოიძებნოს ინფორმაცია. აუცილებელია
სიტყვა site-ს შემდეგ დაისვას ორწერტილი, ანუ site:
8. როგორ მოვძებნოთ კონკრეტული ტიპის დოკუმენტი
- დაგჭირდებათ ოპერატორი filetype. საძიებო ველში ჩაწერეთ filetype,
ორწერტილი და შემდეგ სასურველი დოკუმენტის ტიპი. მაგალითად, pdf ან doc.
9. როგორ მოვძებნოთ ინფორმაცია სასურველ ენაზე
- გამოიყენეთ ოპერატორი lang, რომლის შემდეგ უნდა დაწეროთ ორწერტილი და
მიუთითოთ სასურველი ენა. მაგალითად, თუ გვსურს ინფორმაცია რუსულ ენაზე
მოვიძიოთ ვწერთ lang:ru, ინგლისური ენისთვის lang:en, ფრანგულისთვის
lang:fr და ა.შ.
10. სიტყვის მნიშვნელობა - ჩაწერეთ საძიებო ველში define: და სიტყვა, რომლის მნიშვნელობის გაგებაც გსურთ.
11. სიდიდის ერთეულების (მაგ.: წონის, ზომის) კონვერტაცია - თუ თქვენ გსურთ სიდიდის ერთეულების კონვერტაცია უბრალოდ ჩაწერეთ საძიებო ველში. მაგალითად: 1 kg in gr.
12. ვალუტის კურსის გაგება - იმისათვის, რომ გაიგოთ ვალუტის კურსი ჩაწერეთ საძიებო ველში სასურველი მოთხოვნა. მაგალითად: 1 dollar in lari.
13. ზუსტი დროის გაგება ქალაქების მიხედვით
- შეიყვანეთ საძიებო ველში მოთხოვნა "time" და "ქალაქი" - პირველივე
სტრიქონში გამოჩნდება ამ ქალაქის ზუსტი დრო. მაგალითად time თბილისი.
14. კალკულატორი - საკმარისია მხოლოდ ჩავწეროთ მაგალითი - Google გვიჩვენებს სწორ პასუხს.
15. ქეშირებული გვერდის ძიება
- Google-ს აქვს საკუთარი სერვერები, სადაც ინახავს ქეშირებულ გვერდებს.
თუ გსურთ ამ გვერდის მოძებნა გამოიყენეთ cache: და სასურველი საიტის
მისამართი.
16. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით -
ისევე, როგორც დროის გაგების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც ვიყენებთ
მოთხოვნას "weather" და "ქალაქი". ამგვარად იგებთ ამინდის პროგნოზს
სასურველი ქალაქისთვის. მაგალითად: weather tbilisi.
17. მთარგმნელი
- შესაძლებელია გადათარგმნოთ სიტყვები Google-ს საძიებო სისტემის
მეშვეობით. ამისათვის იყენებთ შემდეგ მოთხოვნას: translate სიტყვა into
სასურველი ენა. მაგალითად: translate განათლება intoenglish.
წყარო: cluber.com
Комментариев нет:
Отправить комментарий