воскресенье, 8 июня 2014 г.

ინსულტი

არ დაუშვათ ინსულტი
სამედიცინო სტატისტიკის მონაცემებით, ინსულტი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. ინფარქტის შემდეგ მას ადამიანის მეორე "მკვლელს" უწოდებენ. როგორ დავიცვათ თავი ამ მრისხანე დაავადებისგან?
ყველას გვსურს, ვირწმუნოთ, რომ მძიმე დაავადებები გვერდზე ჩაგვივლიან. ამის დაჯერება აუცილებელია, მაგრამ მარტო რწმენა არასაკმარისია. საჭიროა საკუთარ ჯანმრთელობას ცივილურად მივუდგეთ.
პროფილაქტიკა : ...
  1. შეამოწმეთ ქოლესტერინის დონე. მისი მაჩვენებელი 5მმოლ/ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს. ქოლესტერინის 15%–ით შემცირებას ეხმარება სწორად კვება. უარი თქვით ტკბილსა და ცხიმიან საკვებზე. 
  2. ყურადღება მიაქციეთ სისხლძარღვების მდგომარეობას. წელიწადში ერთხელ გულის სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაიტარეთ.
  3. აკონტროლეთ წნევა. თუ დიდი ხნის განმავლობაში არტერიული წნევა 140/90 აჭარბებს, საუბარია ჰიპერტონიული დაავადების არსებობაზე. აუცილებლად ეწვიეთ კარდიოლოგს, რათა წამლები შეგირჩიოთ. ჰიპერტონიული დაავადების მკურნალობაში ბევრია დამოკიდებული პაციენტზე: ხშირად შეცდომას ვუშვებთ, როდესაც წნევის დასაწევ საშუალებებს მხოლოდ მაშინ ვიღებთ, როდესაც მის მომატებას ვგრძნობთ. თუ დაგისვეს დიაგნოზი "ჰიპერტონიული დაავადება", წამლები მუდმივად უნდა მიიღოთ.
  4. დაგმეთ მავნე ჩვევები – ალკოჰოლი, თამბაქოს მოწევა, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი.
  5. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას. მოერიდეთ სტრესებს, კონფლიქტურ სიტუაციებს, ნერვულ გადაძაბვებს. გულთან ახლოს არაფერი მიიტანოთ.
  6. ადეკვატურად გაანაწილეთ ფიზიკური დატვირთვა. თავი არ გადაიტვირთოთ, ხშირად შეისვენეთ.
როგორ გამოვიცნოთ ინსულტი:

არსებობს ინსულტის ამოცნობის 4 ნაბიჯი: ...
- სთხოვე ადამიანს გაიღიმოს (ან ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, ან ღიმილი ერთ მხარეს მოღრეცილი იქნება. )
- სთხოვე წარმოსთქვას მარტივი წინადადება (მაგ. „დღეს კარგი ამინდია“ ადამიანს არ შეუძლია მისი გამეორება, ან ფრაზა დამახინჯებული იქნება, მეტყველება – შენელებული)
- სთხოვე ხელები აწიოს (ვერ შეძლებს, ან მხოლოდ ნაწილობრივ აწევს)
- სთხოვე ენა გამოყოს (თუკი ენა დახრილია, ირიბადაა თუ ენა გვერდზე გადახრილია – ესეც ინსულტის ნიშანია)
დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ასეთი სიმპტომები აღმოაჩნდა: უეცარი თავის ტკივილი; გულის წასვლა, წონასწორობის დარღვევა, ძლიერი თავბრუ; ხელის ან სხეულის ნახევრის დაბუჟება; ცნობიერების არევა; მხედველობის მკვეთრი დარღვევა; შენელებული მეტყველება. 
თუკი, თუნდაც ერთ–ერთ ამ დავალებათაგანის შესრულებაში იქნება პრობლემები – დარეკე სასწრაფოში და აღწერე სიმპტომები (ტელ: 112 - საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი)
სასწრაფოს მოსვლამდე დაზარალებული საწოლზე დააწვინეთ. ყურადღება მიაქციეთ, თავი სწორად ედოს, ენა უკან არ გადაუვარდეს. შეკრული ტანსაცმელი შეუხსენით. ექიმის მოსვლამდე წამლების მიცემა არ შეიძლება.თქვენ დაკარგავთ მხოლოდ ერთ წუთს ამის წასაკითხად, მაგრამ ადამიანს გადაარჩენთ
ნეიროქირურგები ამბობენ, რომ თუკი 3 საათის განმავლობაში მიუსწრებენ ინსულტის მსხვერპლს, მაშინ ინსულტის შედეგები შესაძლოა ალაგდეს. 
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მოვახდინოთ ინსულტის ამოცნობა და დიაგნოსტირება პირველ სამ საათში – ეს, რაღა თქმა უნდა ადვილი არ გახლავთ.
ერთმა კარდიოლოგმა თქვა, რომ, თუკი ამ ინფორმაციას სულ მცირე 10 ადრესატს გაუზიარებ, შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ ვიღაცის სიცოცხლე – და შეიძლება ჩვენიც კი – ნამდვილად გადარჩება. 

Комментариев нет:

Отправить комментарий