пятница, 18 марта 2016 г.

გირჩის მურაბა - სამკურნალო საშუალება

გირჩის მურაბა - სამკურნალო საშუალება სუსტი ბრონქებისთვის და იმუნიტეტისთვისგირჩის მურაბა და მტვერი არაჩვეულებრივი საშუალებაა სუსტი ბრონქების, აძლიერებს იმუნიტეტს. საქართველოში მომზადება რთული არ არის. ინგრედიენტები:
გირჩი 1 კგ, შაქარი 1.5 კგ,  წყალი 1 ლ.
გირჩები უნდა შეაგროვოთ მაის-ივნისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. გირჩი რბილი უნდა იყოს, 1-3 სმ სიგრძის. გირჩები კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. შემდეგ დაასხით წყალი და შემოდგით ცეცხლზე. დაამატეთ შაქარი, მოურიეთ, წამოადუღეთ და ხარშეთ 15-20 წუთი მაღალ ცეცხლზე.
შემდეგ გადმოდგით და ბოლომდე გააციეთ. გაციებული მურაბა დააბრუნეთ ცეცხლზე და ხელახლა წამოადუღეთ. ხარშეთ 30 წუთი. სიროპი თანდათან ფერს შეიცვლის და გამჭვირვალე კარამელისფერი გახდება. მურაბა კვლავ გადმოდგით და გააციეთ. შემდეგ დააბრუნეთ ცეცხლზე და ხელახლა წამოადუღეთ. ხარშეთ სანამ სიროპი არ გასქელდება - დააწვეთეთ
თეფშზე და დაელოდეთ რამდენიმე წუთი, თუ ბლანტია და ადვილად არ იღვრება მზადაა. გადაიტანეთ ცხელი მურაბა ქილებში და დააფარეთ თავსახური.

ეს მურაბა ნამდვილი წამალია! მიიღეთ გაციების, სურდოს, ბრონქილური ასთმის, სპაზმური ხველის დროს. შეიძლება ბავშვებისთვისაც, 1-2 ჩაის კოვზი დილაობით, უზმოზე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

Комментариев нет:

Отправить комментарий