суббота, 21 ноября 2015 г.

ეფექტური ნიღაბი თმის ზრდისთვის.


ეს ნიღაბი ძალიან სასარგებლოა მშრალი და დაზიანებული თმისთვის. ის ასტიმულირებს თმის ზრდის პროცესს, მას ატენიანებს და კვებავს. ეს ნიღაბი კვერცხის გამოყენებით, შეიცავს პროტეინებს და კალციუმს, რაც თქვენს თმას მბზინვარებას და სილამაზეს შეჰმატებს. რაც შეეხება თაფლს, ის შეიცავს B1, B2, B6, C, E და K ვიტამინებს.
ბანანები გაყოფილ ბოლოებს ებრძვიან. ლუდი ალაოს, საფუარს, სვიას, ვიტამინ B–ს და ისეთ მიკროელემენტებს შეიცავს, როგორებიცაა მაგნიუმი, სპილენძი, რკინა, ფოსფორი და კალიუმი, რაც თმას აჯანსაღებს.

ინგრედიენტები:
1 ბანანი
1 კვერცხი (ან მხოლოდ კვერცხის გული)
1 ს/კ თაფლი
½ ჭიქა შავი ლუდი უბრალოდ აურიეთ ერთმანეთს ეს ინგრედიენტები და ნიღაბი მზადაა. წაისვით ის თმაზე 1–2 საათით და თავი შეიხვიეთ, შემდეგ კი, თავი ჩვეულებრივად დაიბანეთ. ნიღაბის გამოყენება კვირაში ერთხელ შეგიძლიათ.


3 ეფექტური და მარტივი რეცეპტი თმის ზრდისთვის.

ალბათ გრძელ, ლამაზ, მბზინვარე თმაზე ბევრი გოგონა ოცნებობს. თურმე ამაში ჩვეულებრივი თაფლი დაგეხმარებათ.
თაფლი
1. როგორც ვიცით, თაფლი, ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია.
2. თაფლი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ამიტომ ის თავის კანს უფრო ჯანსაღს გახდის და თმის ზრდის პროცესსაც დააჩქარებს.
3. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ თმის მოვლისას, თაფლს სწორად გამოვიყენებთ, თმის ზრდის პროცესს დავაჩქარებთ. თმის ზრდა
1. თაფლი კანში ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ის შაქრის მაღალ დონეს შეიცავს და თმის ფოლიკულებს ამაგრებს.
2. თაფლს ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები აქვს. ეს თავის კანს ინფექციებისგან და ფსორიაზისგან იცავს.
3. თუ მშრალი და უსიცოცხლო თმა გაქვთ, თაფლი მათ მბზინვარებას დაუბრუნებს.
როგორ გამოვიყენოთ თაფლი თმის ზრდისთვის?
1. თაფლი შამპუნში დაამატეთ. როდესაც თავს დაიბანთ, თავზე პოლიეთილენის ქუდი დაიფარეთ და შამპუნი 30 წუთში ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეორეთ.
2. ჯამში აურიეთ ერთმანეთს წყალი და თაფლი. მიღებული მასა თმაზე წაისვით, თავის კანის მასაჟი გაიკეთეთ და 3 საათით დაიტოვეთ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.
3. ამ რეცეპტისთვის თქვენ 2 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი დაგჭირდებათ. აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს და 30 წამით მიკროტალღურ ღუმელში ჩადეთ. როცა მასა ცოტა გაცივდება, ის თმაზე წაისვით და პოლიეთილენის ქუდით დაფარეთ. 30 წუთში ნიღაბი ჩამოიბანეთ.

როგორ გავიზარდოთ თმა ორ კვირაში? რეცეპტი, რომელიც ბევრმა მანდილოსანმა გამოსცადა


ყველა ქალი ოცნებობს ლამაზ და გრძელ თმაზე, ეს კი ერთი მარტივი და ეფექტური რეცეპტითაა შესაძლებელი. მის შედეგს 2 კვირაში ნახავთ. თქვენ დაგჭირდებათ:
1 კვერცხის გული;
1 ს/კ აბუსალათინის ზეთი;
2 ს/კ შამპუნი
მომზადების წესი:
კვერცხის გული და აბუსალათინის ზეთი ერთმანეთს შეურიეთ. დაამატეთ შამპუნი, რომელსაც ხშირად იყენებთ და იქამდე ურიეთ სანამ იოგურტისებურ მასას არ მიიღებთ.
ნაზავი სველ თმაზე წაისვით და თავი ნეილონის ქუდით შეიხვიეთ, 20 წუთის შემდეგ კი თმა ისევ დაიბანეთ.
ეს პროცედურა თმის ყოველი დაბანისას ჩაიტარეთ.
გაითვალისწინეთ, თუ გრძელი თმა გაქვთ ინგრედიენტების დოზა გაზარდეთ.
**********************************************************************************

კიდევ როგორ შეიძლება რომ ვიმკუნალოთ?
ჟოჟობას ზეთი

ეს ზეთი მდიდარია E და B ვიტამინებით და მინერალებით. ასე რომ ის ებრძვის სოკოს და ბაქტერიულ ინფექციებს. უბრალოდ წაისვით ჟოჟობას ზეთი თავის კანზე და თმაზე.
ჩაი

თმის ზრდისთვის სასარგებლოა პიტნა და როზმარინი.
თმის მოვლა

შეეცადეთ თმის საშრობი, სახვევი და უთო იშვიათად გამოიყენოთ.
გაიკეთეთ “სწორი” ვარცხნილობა

გაესაუბრეთ სპეციალისტს და ის გირჩევთ ვარცხნილობას, რომელიც თმის მოცულობას გაზრდის.
სისხლის მიმოქცევა

გაიკეთეთ თავის მასაჟი ალოე ვერას წვენის/გელის გამოყენებით. დაიტოვეთ ის რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий