დამისვეს პირველი
ხარისხის შერეული ჩიყვის დიაგნოზი. ენდოკრინოლოგმა წამლებიც გამომიწერა და
რამდენიმე ხალხური საშუალებაც მასწავლა. ამ საშუალებებს წამლებთან ერთად
ვიღებდი და მართლა შესანიშნავი შედეგი მომცა. მოხარული ვიქნები, თუ ამ
რეცეპტებს დაბეჭდავთ - იქნებ სხვებსაც გამოადგეთ", გვწერს "მკურნალი.გე"-ს
მკითხველი.
აიღეთ 14 ცალი კაკალი, გარეცხეთ, გააშრეთ, დაამტვრიეთ, უღელი შეინახეთ, ნიგოზი მიირთვით. ნაჭუჭი სქელ ნაჭერში გაახვიეთ და ჩაქუჩით კარგად დაჩეჩქვეთ. შემდეგ ჩაყარეთ ქილაში, დაასხით 0,5 ლ არაყი, დაახურეთ თავსახური და 7 დღის განმავლობაში დადგით ბნელ, თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში და შედგით მაცივარში. სვით დილაობით, უზმოზე, თითო სადილის კოვზი ერთი თვის განმავლობაში. "მე თვითნებურად გავზარდე დოზა და დღეში 3-ჯერ ვსვამდი ჭამამდე ერთი საათით ადრე", - აღნიშნულია მკითხველის წერილში.
მრავალკვანძოვანი ჩიყვის დროს: ერთ ჭიქა კაკლის უღელს დაასხით 0,5 ლ არაყი, აურიეთ და მჭიდროდ დაახურეთ ხუფი. დადგით სიგრილესა და სიბნელეში 30 დღით. ამის შემდეგ მიიღეთ დილით, უზმოზე, 1-2 საათით ადრე, თითო სუფრის კოვზი. არც წყალი მიაყოლოთ და არც საჭმელი. ნაყენი რომ გათავდება, 10-15 დღე უნდა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.
"ამასთან ერთად, ვცდილობდი, რაციონი ზღვის პროდუქტებით (თევზით, ზღვის კომბოსტოთი) შემევსო. ვერიდებოდი ზედმეტად ცხიმიან, მწარე, ტკბილ, მარილიან საკვებს. ვმკურნალობდი ბალახებითაც:
ს/კ შავბალახას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და 2 საათი გააჩერეთ. სვით თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.
მიიღეთ კუნელის წვეთები (იყიდება აფთიაქებშიც) - 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. ორწლიანი მკურნალობის შემდეგ ისევ ჩავიტარე გამოკვლევა - რამდენიმე მცირე ზომის კვანძიღა აღმომაჩნდა", - ნათქვამია მკითხველის წერილში.
mkurnali.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий