суббота, 27 июня 2015 г.

ამ ორგანოების ტკივილის მიზეზი

ცხოვრება, ემოციური - ემოციები პირდაპირ კავშირშია ჩვენს ორგანიზმთან და აისახება მის ჯანმრთელობაზე.
თავის ტკივილი  ექიმი, ქრისიტნა პეტერსონი წერს, რომ სტრესი და ემოციური ტრიგერები არის შაკიკის სიმპტომები.თავის ტკივილი შეიძლება, იმაზე მიუთითებდეს, რომ საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრს იღებთ.შესაძლოა, დასვენებამ გიშველოთ.
 
კისრის ტკივილი კინესიოლოგიაში ექსპერტის, ლორი დასკენცოს მიხედვით, ამ ორგანოსთან კავშირშია ვალდებულება და საკუთარი თავის დადანაშაულების შეგრძნება.შესაძლოა, თქვენ საკუთარ თავს არ პატიობთ და ძალიან მკაცრად განსჯით. ჩამოწერეთ ყველა ის თვისება, რაც გიყვართ საკუთარ თავში.მთავარი გასაღები ამ შემთხვევაში საკუთარი თავის სიყვარული და პატიებაა.
მხრების ტკივილი პროფესიონალ კინესიოლოგისტს, როს კიტსონს მიაჩნია, რომ მხრებით ჩვენ ჩვენს სიმძიმეებს ვატარებთ.თუ სამსახურში ზედმეტად ბევრს იღებთ თქვენს თავზე, ჯობია,თანამშრომელს უთხრათ, რომ დახმარება გჭირდებათ.
ტკივილი გულ-მკერდის არეში რონდა დეჯასტის მიხედვით, გულ-მკერდის არეში ტკივილი ნიშნავს ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობის არსებობას.შესაძლოა, ვიღაცისგან სიყვარულს ითხოვთ.როდესაც ეს დანაკლისი შეივსება, ადვილი შესაძლებელია, ტკივილი გაგიქრეთ.
კუჭის ტკივილი ექიმი მარკ ტონგი, რომელსაც დოქტორის ხარისხი აქვს ნატურალურ მკურნალობაში, ამბობს, რომ ფინანსური პრობლემები შეიძლება, დაკავშირებული იყოს კუჭთან.
იდაყვების ტკივილი ექიმი ალან ფოგელი, წერს, რომ ყველა ემოციას აქვს მამოძრავებელი კომპონენტი. იდაყვების გაუხეშება იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ ზედმეტად შეუდრეკელი ხართ ყოველდღიურ ცხოვრებაში.შესაძლოა, გჭირდებათ, რომ დათმოთ თქვენს პარტნიორთან.ცვლილება და კომპრომისი შესაძლოა,თქვენი ახალი საუკეთესო მეგობრები აღმოჩნდნენ.
ტკივილი ხელებში ლორი დასკენცოს მიხედვით, “ხელები ეხება სხვებს”. გიჭირთ სხვებთან კონტაქტი?” ამ უნარის უქონლობამ შესაძლოა, ხელისგულების ტკივილი გამოიწვიოს. ახალი მეგობრების შეძენაზე რომ იფიქროთ, ალბათ, საუკეთესო გამოსავალი იქნება თქვენთვის.მოძებნეთ თქვენს თავში ძალა და შეხვდით ახალ მეზობლებს. ან ისადილეთ თანამშრომელთან ერთად. ურთიერთობები, შესაძლოა, გასაღები იყოს.
თეძოების ტკივილი ბარბარა კლარკი წერს, ” მოძრაობის ტკივილმა შესაძლოა, გამოიწვიოს დაჭიმულობა ან ტკივილი თეძოებში – მომავალში წინსვლის შიშმა ან ცვლილებების შიშმა.”
ტკივილი მუხლებში ლოურენს მაიქელი, რომელიც წერს ტრადიციული ჩინური მედიცინის შესახებ, ამბობს, “მუხლების ტკივილი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ზედმეტად ებღაუბა თავის ეგოს,რომ ის ძალიან ამაყია.” შესაძლოა, ამ მომენტისთვის, კარგი იყოს ის, რომ ისწავლოთ თავმდაბლობა. შეაქეთ თანამშრომელი კარგად შესრულებული საქმისთვის.ტრაბახის სურვილს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ, თუ გინდათ, რომ ამ ტკივილისგან განიკურნოთ.
ტკივილი წვივებში ექიმი ლაურა პერი წერს ბლოგზე,” წვივების ტკივილი აქტიურდება სტრესის დროს.”ეჭვიანობა და ხშირი წყენა შესაძლოა მას იწვევდეს.”ეჭვიანობა ასევე, არ მოგცემთ იმის დაფასების საშუალებას, რაც გაქვთ. გაუშვით ის!
კოჭების ტკივილი ჯილ დუგლასი წერს.კოჭები გამოხატავენ სიამოვნების მიღების მოთხოვნილებას.” შესაძლოა,თქვენ ეწინააღმდეგებით ბევრ რამეს ცხოვრებაში, რაც სიამოვნებას მოგანიწჭბდათ, ეს კი იწვევს კოჭების ქრონიკულ ტკივილს. გაანებივრეთ თქვენი თავი. მიირთვით შავი შოკოლადი,გამოაცოცხლეთ თქვენი რომანტიკული ცხოვრება ! სიამოვნება შესაძლოა , სამუდამოდ განკურნოს ტკივილი!
ტკივილი ტერფებში ექიმი ადაობი ანიეჯი, კალიფორნიის კლინიკის ფსიქოლოგი, ამბობს, რომ როცა ადამიანს დეპრესია აქვს, ის ცუდად საუბრობს საკუთარ თავზე,რაც ხელს უწყობს დისკომფორტს და ამწვავებს ფიზიკურ დაავადებებს.” ზედმეტი ნეგატივი და ნაკლები პოზიტივი იწვევს ტერფების ტკივილს.გაუშვით ეს ნეგატიური ფიქრები, რა დაგრჩენიათ მათთან? ან მათ რა დარჩენიათ თქვენთან? ისიამოვნეთ პატარ-პატარა რამეებით! ეთამაშეთ პატარა დისშვილს ან ძმისშვილს, ლეკვს, ან მოძებნეთ რაიმე ჰობი.ბედნიერი ცხოვრება ჩაანცვლებს ტკივილიან ცხოვრებას!


Комментариев нет:

Отправить комментарий