ეს არის სრულიად უსაფრთხო პლასტელინი, რომლის დაგემოვნებაც, სურვილის შემთხვევაში, ყველა ბავშვს შეუძლია. მაშ ასე, პლასტელინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

2 ჭიქა პურის ფქვილი, 1 ჭიქა წმინდა მარილი, 1 ჭიქა წყალი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი,
1 სუფრის კოვზი ზეთი, რეზინის ხელთათმანები, კულინარიული საღებავები.


პატარა ჯამში ჩაასხით წყალი, დაამატეთ ზეთი და დაადგით დაბალ ცეცხლზე.
დააცადეთ, სანამ წამოდუღდება და გადმოდგით ცეცხლიდან.


ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და მარილი და კარგად მოურიეთ.


ფქვილსა და მარილს დაამატეთ ლიმნის წვენი და კიდევ ურიეთ.


შემდეგ დაამატეთ შეგრილებული ზეთი და წყალი და ისევ მოურიეთ.

დაიწყეთ პლასტელინის მოზელა. შესაძლოა, ამას ხანგრძლივი დრო დასჭირდეს.
სანამ მასა ცხელია, პლასტელინის მოსაზელად ჩანგალი ან კოვზი დაიხმარეთ,
შემდეგ კი ზელვა ხელით გააგრძელეთ.


თავიდან მასა ფხვიერი გამოვა, მაგრამ მანამდე უნდა ზილოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
პროცესის დასრულების შემდეგ თქვენ გექნებათ საკმაოდ ელასტიკური პლასტელინი,
რომლით თამაშიც ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოა.

ცოტა მოზრდილი ასაკის ბავშვებს სათამაშოდ ფერადი პლასტელინი ურჩევნიათ.
ამიტომ აიღეთ კულინარიული საღებავები და სურვილის მიხედვით შეურიეთ უკვე გამზადებულ პლასტელინს.
კარგად აზილეთ, სანამ ერთფეროვანი არ გახდება.