пятница, 30 января 2015 г.

ჩამჯდარი ლაქები

როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ლაქები ჩაის ტილოებს – მკითხველის რეცეპტი როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ლაქები ჩაის ტილოებს – მკითხველის რეცეპტი
  
ეს რეცეპტი ბევრ დიასახლისს მოეწონება. განსაკუთრებით, ზაფხულში, დასასვენებლად, აგარაკზე ყოფნისას გამოგადგებათ. სცადეთ.
ჩაის ტილოს ეფექტურად გათეთრების ჩემეული მეთოდი. ამ მეთოდს უკვე 20 წელია ვიყენებ და მერწმუნეთ, მართლაც ძალიან ეფექტურია.

მაშ ასე:

ერთ ვედრო ადუღებულ წყალში ჩაუმატეთ:
2 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი;

2 სუფრის კოვზი მათეთრებელი ფხვნილი (ყველაზე უბრალო, რომელსაც ადრე თეთრეულის ხარშვისას ვიყენებდით);

1 არასავსე ჭიქა სარეცხის ფხვნილი.

ამ ცხელ ხსნარში მოათავსეთ მშრალი, დასვრილი ჩაის ტილოები (ასევე, სამზარეულოს პირსახოცები) და გააჩერეთ წყლის ბოლომდე გაციებამდე. შემდეგ მხოლოდ კარგად გაავლეთ.

არ ვიცი, რა ქიმიური პროცესები მიმდინარეობს ამ მეთოდის დროს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ცხიმისა თუ საკვების ლაქა (ჩამჯდარიც) ტილოებიდან ქრება.

Комментариев нет:

Отправить комментарий