понедельник, 26 января 2015 г.

არამედიკამენტური ანტიმიკრობული საშუალებები

ხალხური მედიცინა არაერთ ანტიმიკრობულ საშუალებას ფლობს. ეს "ბუნებრივი ანტიბიოტიკები" (ცალკეულ მცენარეთა ნაყენები თუ ნახარშები, მცენარის ნაწილები ბუნებრივი სახით და სხვა) უძველესი დროიდან გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობებისა თუ ინფექციური დაავადების სამკურნალოდ. აღნიშნული საშუალებები, მიუხედავად ანტიბიოტიკების ფართო არჩევანისა, დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას.
ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ალბათ ის არის, რომ ბუნებისგან ბოძებული წამლები არ იწვევენ გართულებებს, არ ავლენენ უარყოფით გვერდით მოვლენებს და არ ვნებენ ადამიანის ორგანიზმს. გთავაზობთ ზოგიერთი მათგანის შესახებ მოკლე ინფორმაციას:


ჩაის სოკოს ანტიბაქტერიული თვისებები

ჩაის სოკოს მაგარი (დაახლოებით ათი დღის ან უფრო მეტი ხნის) ნაყენი ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედებით გამოირჩევა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფიცირებული ჭრილობებისა და კანის ჩირქოვანი დაავადებების მკურნალობისას. ცნობილია, რომ კანის ჩირქოვან ინფექციებს სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმი (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი) იწვევს, რომლებიც ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული. მიკროორგანიზმები უხვად მოიპოვება ჯანმრთელი ადამიანის კანზეც. განსაზღვრულ პირობებში (ნაკაწრი და ნაჩხვლეტი ჭრილობა, მწერის ნაკბენი, ბასრი იარაღით კანის გაჭრა-დაზიანება, თუნდაც მიკროტრავმა) მათ უნარი შესწევთ გამოიწვიონ ჩირქოვანი დაავადება. ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედების წყალობით ჩაის სოკოს ნაყენს შეუძლია როგორც მცირე ზომის ჩირქგროვების, ასევე დაინფიცირებული ჭრილობების მკურნალობა. დადგენილია, რომ მიკროორგანიზმებს პრაქტიკულად არ შეუძლიათ ამ ნაყენთან ადაპტირება, რის გამოც მათი ვირულენტობა ქვეითდება. ინფექციამ უკან რომ დაიხიოს, საკმარისია სულ სამი-ოთხი პროცედურა (ნაყენი გამოიყენება სავლების, ტამპონების, საფენების და სხვა სახით).
გრიპის სამკურნალო ხალხური რეცეპტები
  • აიღეთ 3-4 კბილი ნიორი, წვრილად ჩახეხეთ და დაამატეთ 2 სადილის კოვზი თაფლი. მიირთვით თითო ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ. აუცილებლად მიაყოლეთ თბილი წყალი.
  • აიღეთ სამი სადილის კოვზი ტუხტის გამხმარი (გამომშრალი), დაქუცმაცებული ფესვი. დაასხით 3 ჭიქა გადადუღებული ცივი წყალი, 10-12 საათი გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით დღეში სამჯერ მეოთხედი ჭიქა.
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით წყალნაწყენის ბალახი, შავი მოცხარისა და ვირისტერფას ფოთლები (კარგი იქნება, თუ კრაზანას ბალახსა და გვირილის ფოთლებსაც დაამატებთ). წვრილად დაქუცმაცებული მცენარეების 20 გრამ ნარევს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე (ნუ აადუღებთ). შემდეგ ჩაასხით თერმოსში და 1-1,5 საათი გააჩერეთ. გადაწურეთ და დაამატეთ თაფლი გემოვნებით. ნაყენი მიირთვით თბილი ან შედარებით ცხელი, ყოველ სამ საათში ერთხელ დაავადების პირველი 2-3 დღის განმავლობაში.
ანტიბაქტერიული მოქმედება ახასიათებს შემდეგ მცენარეებს:
  • ევკალიპტს, რომელიც გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება ზედა სასუნთქი გზების, აგრეთვე ქალის სასქესო ორგანოთა დაავადებების დროს, ინფიცირებული  ჭრილობების სამკურნალოდ;
  • ბამბის ბუჩქს, რომლის თესლისგან მომზადებულ ნაყენს აქვს ანტივირუსული და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ახორცებს ჭრილობებს.
  • ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედებით გამოირჩევა აგრეთვე ციმბირული სოჭი, სალბი, ნიორი, ხახვი, ყვითელი დუმფარა და უამრავი სხვა მცენარე.
 http://www.mkurnali.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий